რა შეზღუდვები მოქმედებს საქართველოს გზებზე

© Roads Department of Georgiaგზის გაწმენდა თოვლისგან
გზის გაწმენდა თოვლისგან - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2023
გამოწერა
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში უახლოეს დღეებში თოვლი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. უამინდობის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოქმედებს, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, თოვის და ქარბუქის გამო, საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
უწყების ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ყველა ახალი ამბავი
0