https://sputnik-georgia.com/20231213/sad-arinisneba-axali-weli-tbilissi-meris-pasuxi-284928068.html
სად აღინიშნება თბილისში საახალწლო დღესასწაულები - მერის პასუხი
სად აღინიშნება თბილისში საახალწლო დღესასწაულები - მერის პასუხი
Sputnik საქართველო
საახალწლო სოფლების სტუმრებს ელოდება კონცერტები, ბაზრობები და მასტერ-კლასები 13.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-13T22:11+0400
2023-12-13T22:11+0400
2023-12-13T22:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23418/42/234184263_0:43:1498:886_1920x0_80_0_0_3ec3a662c48ef4b6c07656cf7fdf0438.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. თბილისში საახალწლო სოფლები 16 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში გაიხსნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.თბილისის მერმა 15 დეკემბერს 20:00 საათზე ყველა დაპატიჟა ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე და აღნიშნა, რომ იქ მისულ ადამიანებს საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა ელის. წელს საახალწლო ღონისძიებები სლოგანით „თბილისი ევროპული ქალაქია“ გაიმართება.საახალწლო სოფლებში ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დედაენის ბაღში პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონები.„მთლიანობაში, 23 ჯადოსნური, მხიარული, ახალი წლის ემოციებით სავსე საღამო გველოდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.ამავე პერიოდში, „საახალწლო სოფელში“ მოეწყობა გასტრონომიული მარკეტი, სამეწარმეო მარკეტი, „ცხელი სასმელების ბარი“, „საშობაო ბაზარი“, „საახალწლო ქალაქის“ სახელოსნო და თეატრი, ფოტოზონები, ყინულის მოედანი; იქნება თეატრალიზებული მსვლელობები, საბავშვო ვორქშოფი და ა.შ.დღის მეორე ნახევარი დაეთმობა სხვადასხვა ბენდებისა და შემსრულებლების მუსიკალურ საღამოებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23418/42/234184263_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_3a4093be8fca335fac4dab223daf2f36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საზოგადოება
სად აღინიშნება თბილისში საახალწლო დღესასწაულები - მერის პასუხი
საახალწლო სოფლების სტუმრებს ელოდება კონცერტები, ბაზრობები და მასტერ-კლასები
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. თბილისში საახალწლო სოფლები 16 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში გაიხსნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისის მერმა 15 დეკემბერს 20:00 საათზე ყველა დაპატიჟა ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე და აღნიშნა, რომ იქ მისულ ადამიანებს საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა ელის. წელს საახალწლო ღონისძიებები სლოგანით „თბილისი ევროპული ქალაქია“ გაიმართება.
„20:00 საათზე გელოდებით ყველას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. ყველას გვექნება შესაძლებლობა, ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები. მობრძანდით თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით, სასიამოვნო საღამო გელოდებათ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
საახალწლო სოფლებში ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დედაენის ბაღში პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონები.
„მთლიანობაში, 23 ჯადოსნური, მხიარული, ახალი წლის ემოციებით სავსე საღამო გველოდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამავე პერიოდში, „საახალწლო სოფელში“ მოეწყობა გასტრონომიული მარკეტი, სამეწარმეო მარკეტი, „ცხელი სასმელების ბარი“, „საშობაო ბაზარი“, „საახალწლო ქალაქის“ სახელოსნო და თეატრი, ფოტოზონები, ყინულის მოედანი; იქნება თეატრალიზებული მსვლელობები, საბავშვო ვორქშოფი და ა.შ.
დღის მეორე ნახევარი დაეთმობა სხვადასხვა ბენდებისა და შემსრულებლების მუსიკალურ საღამოებს.