https://sputnik-georgia.com/20231213/rogor-moveriot-sfotvebs-uebari-gamosavali-fsiqologebisgan-284917031.html
როგორ მოვერიოთ შფოთვებს? უებარი გამოსავალი ფსიქოლოგებისგან
როგორ მოვერიოთ შფოთვებს? უებარი გამოსავალი ფსიქოლოგებისგან
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. შფოთვა, ეჭვები და წუხილი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. ჩვენ ყველა ვღელავთ ფინანსების, სამსახურის, ოჯახური პრობლემებისა თუ სხვა... 13.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-13T15:23+0400
2023-12-13T15:23+0400
2023-12-13T15:23+0400
ფსიქოლოგია
ფსიქოლოგის რჩევები
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/0d/284916863_0:64:1200:739_1920x0_80_0_0_304b1c49205fccae73a8df90faea072b.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. შფოთვა, ეჭვები და წუხილი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. ჩვენ ყველა ვღელავთ ფინანსების, სამსახურის, ოჯახური პრობლემებისა თუ სხვა ხელშესახებ მიზეზთა გამო, აცხადებენ ფსიქოლოგები.მათი თქმით, სამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ შფოთვა ზედმეტად ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ვინაიდან გამუდებული ნეგატიური აზრები მოსვენებას არ აძლევს მას — არ აძინებს, უჩნდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ეწყება თავის ტკივილები, ხდება სოციალურად იზოლირებული და ა.შ.როგორც სპეციალისტები ამბობენ, მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად რასთან არის დაკავშირებული შფოთვა — სხეული ყველა შემთხვევაში ერთნაირად რეაგირებს მასზე და ადამიანი თავს ფსიქოლოგიურად გამოფიტულად გრძნობს.სწორედ ასეთ შემთხვევებშია სასარგებლო „შფოთვის დღიურის“ წარმოება, ანუ თქვენი განცდების ფურცელზე ჩამოწერა.მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შფოთვის დღიურის წარმოება ეხმარება ადამიანს სტრესთან გამკლავებაში, აუმჯობესებს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და, უფრო მეტიც, იმუნურ სისტემასაც კი აძლიერებს.მათი თქმით, თუ შფოთვებს რეგულარულად ჩაიწერთ, თვალნათლივ დაინახავთ, რითაა შეპყრობილი თქვენი აზრები და როგორ ყალიბდება ნეგატიური აზროვნების ნიმუშები. ამის შემდეგ უფრო გაგიადვილდებათ მათი პოზიტიური შეხედულებებით ჩანაცვლება.შფოთვების ჩაწერის წესითუ შენიშნეთ, რომ უარყოფითი აზრები გერევათ და თანაც ისე, რომ ვეღარ აკონტროლებთ მათ, მაშინვე აიღეთ რვეული და ჩაწერეთ – რა გაშფოთებთ, რა გაწუხებთ. არ დაიზაროთ, გამოყავით ამისთვის დღეში 5 წუთი მაინც.მას შემდეგ, რაც შფოთვებს ჩაწერთ, შეადგინეთ იმ ნაბიჯების ჩამონათვალი, რომლებიც თავს უკეთ გაგრძნობინებთ. ამისათვის გაყავით ფურცელი ორად და ცალ მხარეს საწუხარი ჩამოწერეთ, მეორე მხარეს — მათი გადაჭრის გზები. ასე ბევრად მარტივად დაინახავთ, რომ პრობლემების ნაწილის გადაჭრა შესაძლებელია, ანუ ყველაფერი თქვენს ხელთაა.თუ შფოთვები მომავალს ეხება, მაშინ შეეცადეთ ჩანაწერი გააკეთოთ შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემით:ამასთან, შეეცადეთ გაიხსენოთ მსგავსი სიტუაციები თქვენი წარსულიდან. ჩაწერეთ დღიურში, რა დაგეხმარათ მაშინ, რა გამოსავალი იპოვეთ და რა გაკვეთილი გამოიტანეთ მომხდარიდან.ამის მერე დაინახავთ, რომ სინამდვილეში ყველაფერი ისე საშინლად არ არის, როგორც ახლა გეჩვენებათ. ამით უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს, რადგან გააცნობიერებთ, რომ რაღაც მსგავსს უკვე გაუმკლავდით წარსულში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/0d/284916863_67:0:1135:801_1920x0_80_0_0_d4a5a2ab6d6ed7c3581c9c23306d301a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფსიქოლოგია , ფსიქოლოგის რჩევები , სასარგებლო რჩევები
ფსიქოლოგია , ფსიქოლოგის რჩევები , სასარგებლო რჩევები
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. შფოთვა, ეჭვები და წუხილი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. ჩვენ ყველა ვღელავთ ფინანსების, სამსახურის, ოჯახური პრობლემებისა თუ სხვა ხელშესახებ მიზეზთა გამო, აცხადებენ ფსიქოლოგები.
მათი თქმით, სამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ შფოთვა ზედმეტად ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ვინაიდან გამუდებული ნეგატიური აზრები მოსვენებას არ აძლევს მას — არ აძინებს, უჩნდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ეწყება თავის ტკივილები, ხდება სოციალურად იზოლირებული და ა.შ.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად რასთან არის დაკავშირებული შფოთვა — სხეული ყველა შემთხვევაში ერთნაირად რეაგირებს მასზე და ადამიანი თავს ფსიქოლოგიურად გამოფიტულად გრძნობს.
სწორედ ასეთ შემთხვევებშია სასარგებლო „შფოთვის დღიურის“ წარმოება, ანუ თქვენი განცდების ფურცელზე ჩამოწერა.
როგორც არაერთი კვლევა ადასტურებს, შფოთვების დაფიქსირება ადამიანს ეხმარება, იაზროვნოს უფრო ნათლად და ვითარებას გვერდიდან შეხედოს. ფსიქოლოგების თქმით, საწუხარის ჩაწერა არღვევს ერთგვარ ჯადოსნურ წრეს, რომლის შიგნით მოქცეული ადამიანიც კვლავ და კვლავ ატრიალებს თავში ერთსა და იმავე ნეგატიურ აზრებს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შფოთვის დღიურის წარმოება
ეხმარება ადამიანს სტრესთან გამკლავებაში,
აუმჯობესებს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და, უფრო მეტიც, იმუნურ სისტემასაც კი
აძლიერებს.
მათი თქმით, თუ შფოთვებს რეგულარულად ჩაიწერთ, თვალნათლივ დაინახავთ, რითაა შეპყრობილი თქვენი აზრები და როგორ ყალიბდება ნეგატიური აზროვნების ნიმუშები. ამის შემდეგ უფრო გაგიადვილდებათ მათი პოზიტიური შეხედულებებით ჩანაცვლება.
თუ შენიშნეთ, რომ უარყოფითი აზრები გერევათ და თანაც ისე, რომ ვეღარ აკონტროლებთ მათ, მაშინვე აიღეთ რვეული და ჩაწერეთ – რა გაშფოთებთ, რა გაწუხებთ. არ დაიზაროთ, გამოყავით ამისთვის დღეში 5 წუთი მაინც.
მას შემდეგ, რაც შფოთვებს ჩაწერთ, შეადგინეთ იმ ნაბიჯების ჩამონათვალი, რომლებიც თავს უკეთ გაგრძნობინებთ. ამისათვის გაყავით ფურცელი ორად და ცალ მხარეს საწუხარი ჩამოწერეთ, მეორე მხარეს — მათი გადაჭრის გზები. ასე ბევრად მარტივად დაინახავთ, რომ პრობლემების ნაწილის გადაჭრა შესაძლებელია, ანუ ყველაფერი თქვენს ხელთაა.
თუ შფოთვები
მომავალს ეხება, მაშინ შეეცადეთ ჩანაწერი გააკეთოთ შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემით:
რამდენად ძლიერად ვშფოთავ? შეაფასეთ თქვენი შფოთვის დონე ათქულიანი სისტემით, სადაც 10 შფოთვის ძალიან მაღალი დონე იქნება, ხოლო 1 — დაბალი.
მაქვს თუ არა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ის, რაც მაშფოთებს, მართლაც მოხდება?
მაქვს თუ არა იმის მტკიცებულება, რომ ის, რაც მაშფოთებს სინამდვილეში არ მოხდება?
რა იქნება, თუ ის მართლაც მოხდება, რაც მაშფოთებს?
რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ მომხდარს გავუმკლავდე?
რამდენად ვშფოთავ ამწუთას?
ამასთან, შეეცადეთ გაიხსენოთ მსგავსი სიტუაციები თქვენი წარსულიდან. ჩაწერეთ დღიურში, რა დაგეხმარათ მაშინ, რა გამოსავალი იპოვეთ და რა გაკვეთილი გამოიტანეთ მომხდარიდან.
ამის მერე დაინახავთ, რომ სინამდვილეში ყველაფერი ისე საშინლად არ არის, როგორც ახლა გეჩვენებათ. ამით უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს, რადგან გააცნობიერებთ, რომ რაღაც მსგავსს უკვე გაუმკლავდით წარსულში.