იყავით ფრთხილად! ამ ვერაგი დაავადების სიმპტომები სამ თვემდე ჩვილებში შესაძლოა არ ჩანდეს

© unsplash/Tuva Mathilde Lølandჩვილი ბავშვი
ჩვილი ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2023
გამოწერა
თბილისი, 12 დეკემბერი − Sputnik. ისეთი სასიკვდილო დაავადების კლასიკური ნიშნები, როგორიცაა ბაქტერიული მენინგიტი, შესაძლოა სამ თვემდე ჩვილებში საერთოდ არ შეინიშნებოდეს, იუწყება Neuro Science News ლონდონის St George’s University-ს მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით.
მკვლევარების თქმით, ეს ამ დაავადების მხრივ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფია, ვინაიდან, სიმპტომების არარსებობის გამო, მშობლები ექიმთან მისვლად აგვიანებენ და სასიცოცხლოდ ძვირფას დროს კარგავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა სწავლულებმა ბაქტერიული მენინგიტით დაავადებული 263 სამ თვემდე ჩვილის მონაცემები შეისწავლეს და აღმოაჩინეს რომ:
თითქმის ნახევარს − 46%-ს, საერთოდ არ აღენიშნებოდა არც ცხელება (38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა) და არც კრუნჩხვა;
ყიფლიბანდის შესიება მხოლოდ 22%-ს გამოუვლინდა;
კომაში მხოლოდ 6% ჩავარდა;
კისრისა და კეფის დაჭიმულობა მხოლოდ 3%-ს აღენიშნებოდა.
ბრიტანელი მედიკოსები ასევე აფრთხილებენ მშობლებს, რომ ამ ასაკის ბავშვებს ასევე შესაძლოა არ აღენიშნებოდეთ წვრილი წითელი გამონაყარი, რაც ბაქტერიული მენინგიტის თანმდევია.
ამიტომ, მკვლევარების დასკვნით, მშობლებმა ამ ვერაგი დაავადების სხვა სიმპტომებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. ესენია:
აპნოე;
ძილად მივარდნა;
მადის დაკარგვა;
კაპრიზულობა − გამუდმებული ტირილი;
სინათლეზე უარყოფითი ემოცია;
შეხებაზე კრთომა;
გახშირებულად სუნთქვა.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს სამ თვემდე ჩვილებში ბაქტერიული მენინგიტის ყველაზე ხშირი სიმპტომებია და მათი აღმოჩენის შემთხვევაში ბავშვი სასწრაფოდ უნდა აჩვემოთ ექიმს.
ყველა ახალი ამბავი
0