მოსაზრება: Aegis-ი პოლონეთში აშშ-ის იარაღია რუსეთთან მარიონეტულ ომში

© AP Photo / Eugene Hoshiko
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2023
გამოწერა
აშშ-ის საზღვაო ძალების ახალი ანტისარაკეტო ობიექტები პოლონეთსა და რუმინეთში ტექნოლოგიურად ვერ ახერხებენ, ეფექტურად „დაფარონ“ ნატოს ევროპული ქვეყნები დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სავარაუდო სამხედრო კონფლიქტში. თუმცა სისტემა Aegis Ashore მზად არის, ფრთოსანი „ტომაგავკებით“ მიაყენოს „განმაიარაღბელი“ დარტყმა რუსეთის ბირთვულ ფარს. სავსებით კანონზომიერია, რომ ამერიკული სარაკეტო თავდაცვის სისტემის პოზიციები პოლონეთსა და რუმინეთში რუსული რაკეტების სამიზნეებია.
15 დეკემბერს აშშ-ის საზღვაო ძალები ოფიციალურად მიიღებს თავის არსენალში Aegis Ashore-ის პოზიციას პოლონეთში, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 170 კილომეტრში მდებარეობს.
კომპლექსი შედგება რადარ AN/SPY-1-სგან, გამშვები დანადგარი Mk-41-ისა და რაკეტდამჭერი SM-3-სგან. მსგავსი ობიექტი რუმინეთში 2016 წლიდან ფუნქციონირებს. გამოცხადდა, რომ დევესელუს სამხედრო ბაზაზე რაკეტა SM-3 Block IB-ის სამი ბატარეა განთავსდება — რვა-რვა რაკეტით.
მოსკოვი მიიჩნევს, რომ ამერიკული სარაკეტო თავდაცვის სისტემა Mk-41-ის დანადგარები თანაბრად გამოყენებადია როგორც რაკეტჩამჭერების სტარტისთვის,ისე Tomahawk-ების გასაშვებად. ამ უკანასკნელის ფრენის სიშორე 2500 კმ-მდეა.
აშშ-ის მთავრობა უარყოფს სარაკეტო იარაღის ევროპულ სარაკეტო თავდაცვის ობიექტებში ინტეგრირების განზრახვას. ამერიკელები არ უარყოფენ ტექნოლოგიურ შესაძლებლობას. მიმაჩნია, რომ საჭიროების შემთხვევაში, პენტაგონი შეეცდება, რუსეთის ტერიტორიას პოლონური რეძიკოვოდან დაარტყას „ტომაჰავკებით“.
მსოფლიო შესამჩნევად შეიცვალა Aegis Ashore პროექტის დაწყებიდან 14 წლის განმავლობაში, რომელიც თითქოს ნატოს ევროპული ქვეყნების დაცვას უნდა მომსახურებოდა ირანული ბალისტიკური რაკეტებისგან (ფრენის მანძილი 2000 კმ-ზე მეტი). დღეს ბრიუსელზე ირანის სარაკეტო თავდასხმას არავინ დაიჯერებს. დეკლარირებული მიზანი — ეს უფრო ზოგადი „თავდაცვაა სარაკეტო საფრთხეებისგან, რომლებიც ევროატლანტიკური რეგიონის ფარგლებს სცდება“.
მაგალითად, პოლონეთი რუსეთთან და ბელორუსთან მეზობლობას საფრთხედ მიიჩნევს. მაგრამ ბელორუსის მიწაზე რუსული „ისკანდერებისა“ და ტაქტიკური ბირთვული ქობინების გამოჩენა — ეს ნატოს აღმოსავლეთით უგუნური გაფართოების, პოლონეთსა და ბალტიის სხვა ქვეყნებში უცხოური ჯარების ხლაფორთისა და ასევე ალიანსის რუსეთთან უკრაინის ოპერაციების თეატრში მარიონეტული ომის შედეგია. ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, პოლონეთისა და რუმინეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კი უკრაინის მაგალითზე სწავლა არ სურს.
კრემლის სერიოზული შეშფოთება რუსეთის საზღვრებთან უცნობი რაოდენობისა და დანიშნულების ამერიკული რაკეტების განლაგების შესახებ, საფუძვლიანია. პოლონეთისა და რუმინეთის ტერიტორიიდან „ტომაჰავკების“ საბრძოლო გამოყენების ვითარებაში, რუსეთის ხელმძღვანელობას რამდენიმე წუთი ექნება ადეკვატური რეაგირებისთვის — აშშ-ის ნებისმიერი სარაკეტო დარტყმა განიხილება როგორც ბირთვული.
კატასტროფული შედეგები ნატოს ქვეყნებისთვის, შეერთებული შტატების ტერიტორიის ჩათვლით, გარდაუვალია. შემთხვევითი არ არის, რომ მოსკოვი აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის ობიექტების მშენებლობას კუბის კრიზისს ადარებს. ვაშინგტონის აგრესიული საგარეო პოლიტიკა მოსკოვს არ უტოვებს „ჰუმანური“ რეაგირების ვარიანტებს, ევროპელებს მძევლებად აქცევს და, შესაძლოა, სახარჯო მასალადაც ამერიკული „ჰეგემონიისთვის“ ბრძოლაში.

პოლონური „ფოცხი“

კომპლექსი Aegis Ashore პოლონეთში (და რუმინეთში) არსებითად მიწაში ჩამარხული ოთხგემბანიანი სარაკეტო ესკადრონული ნაღმმზიდი Arleigh Burke-ა. საკმაოდ რთული, მრავალფუნქციური ავტომატური სისტემა, რომელსაც შეუძლია მიიღოს სადაზვერვო მონაცემები სხვადასხვა წყაროებიდან (ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში), შეარჩიოს და გამოიყენოს შესაფერისი დიაპაზონისა და ძალის რაკეტები.
AEGIS-ის საინფორმაციო და მართვის სისტემა არის სიტუაციური გაშუქების, მართვისა და განადგურების საშუალებების ინტეგრირებული ქსელი. სისტემის მთავარი ელემენტია რადარი AN/SPY-1. სისტემა უზრუნველყოფს 190 კმ-ის რადიუსში 300-მდე სამიზნის ავტომატურ ძიებას, აღმოჩენასა და თვალყურს. ერთდროულად მიმართავს 18-მდე საზენიტო რაკეტას პრიორიტეტულ სამიზნეებზე.
საზენიტო რაკეტა SM-3-ის მოდიფიკაციები — ეს კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტების ჩაჭერის ძირითადი საშუალებაა ატმოსფეროს გარეთ. ეს არის „მკვლელი მანქანები“, რომლებიც კინეტიკურ ენერგიას იყენებენ, ანუ სამიზნეს პირდაპირი დარტყმით, ტარანით ანადგურებენ.
2011 წელს მოდერნიზაციის შემდეგ, AEGIS-ის ამერიკულმა კრეისერებმა (Ticonderoga-ს კლასი), სავარაუდოდ, ტრანსატმოსფერულ სამიზნეების ჩამჭერი რაკეტა RIM-161 SM-3-ებით დარტყმის უნარი შეიძნეს 500 კმ-მდე მანძილზე. გამორიცხული არ არის, რომ პოლონეთსა და რუმინეთში არსებულ სახმელეთო ანალოგებს მსგავსი ოპციები და საშუალებები ჰქონდეთ.
ამავდროულად კრეისერი კარგად შესამჩნევი, დიდი და უძრავი ობიექტი, დაუცველი სამიზნეა. ასეთი კომპლექსის საბრძოლო პირობებში გადარჩენის უზრუნველსაყოფად საჭიროა ცალკე ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა. რა თქმა უნდა, თუ მთავარი მიზანი სარაკეტო თავდაცვაა და არა პრევენციული დარტყმა ათობით რაკეტა Tomahawk-ით.
შეგახსენებთ, რომ საზღვაო ანალოგ Arleigh Burke-ს ს ბორტზე შეიძლება 90-მდე „ტომაჰავკი“ ჰქონდეს.
ასეა თუ ისე, პოლონეთსა და რუმინეთში განთავსებული ამერიკული რაკეტები საფრთხეს უქმნის რუსეთის სტრატეგიულ უსაფრთხოებასა და მის ბირთვულ სარაკეტო ფარს. და ამასთან ევროპის დესტაბილიზაციას ახდენს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის სამხედრო დაგეგმარებაში გაითვალისწინა ახალი ამერიკული სარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსება პოლონეთში.
ევროპის თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების აღსადგენად, მოსკოვმა მანამდე ნატოს უცხოურ ჯარებს 1997 წლის საზღვრებზე გასვლა შესთავაზა. მაგრამ ალიანსის ევროპულმა ქვეყნებმა დიდი ხანია დაკარგეს სუვერენიტეტი, მათ ლიდერებს არ შეუძლიათ პასუხისმგებლიანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ პოლონეთი რისკავს, გახდეს აშშ-ის აგრესიული საგარეო პოლიტიკის მორიგი მსხვერპლი და სახარჯო მასალა — უკრაინის შემდეგ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0