https://sputnik-georgia.com/20231212/zurab-qarumidze-gardaicvala-284899407.html
მწერალი ზურაბ ქარუმიძე გარდაიცვალა
მწერალი ზურაბ ქარუმიძე გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
ქარუმიძეს ლიტერატურულ წრეებში იცნობდნენ შოუ ბაბუხადიას ფსევდონიმითაც. 12.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-12T18:13+0400
2023-12-12T18:13+0400
2023-12-12T18:13+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1a/280354850_0:437:2730:1973_1920x0_80_0_0_45890d9c46e4ab17f7d09885c8cda3d9.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. ქართველი მწერალი და მთარგმნელი ზურაბ ქარუმიძე 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას მწერლის ოჯახის წევრებიდა მეგობრები ავრცელებენ.ზურაბ ქარუმიძე სწავლობდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას. თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1984 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „მახვილგონიერება და პატივმოყვარეობა ჯონ დონის პოეზიაში“. ზურაბ ქარუმიძე მოთხრობებს წერდა ქართულ და ინგლისურ ენებზე. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები - 2018 წელს ლიტერატურული პრემია „ლიტერა" რომანისთვის „მოგზაურობა ევროპაში“, 2010 წელს პრემია „საბა" წიგნისთვის „ჯაზის ცხოვრება“.მას ეკუთვნის ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანი Dagny or a Love Feast. ავტორის მიერვე ინგლისურ ენაზე თარგმნილი მოთხრობები 1996 წელს ამერიკაში, Clockwatch Review-ში გამოქვეყნდა.2007-2008 წლებში იყო „პირველი არხის" საზოგადოებრივ-პოპულარული გადაცემის, „ღამის საუბრების“ წამყვანი.ზურაბ ქარუმიძე რედაქტორობდა საქართველოში გამოცემულ ინგლისურენოვან ჟურნალებს: „საქართველო/კავკასიის პროფილი"(1995–2000 წლები) და „კავკასიის კონტექსტი"(2002–2005 წლები).ქარუმიძეს ლიტერატურულ წრეებში იცნობდნენ შოუ ბაბუხადიას ფსევდონიმითაც. 2017 წელს ამ ფსევდონიმით გამოიცა მისი რომანი „ბაყაყები“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1a/280354850_644:475:2406:1796_1920x0_80_0_0_312b4d790bedf61df7b12ceed021b52d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
მწერალი ზურაბ ქარუმიძე გარდაიცვალა
ქარუმიძეს ლიტერატურულ წრეებში იცნობდნენ შოუ ბაბუხადიას ფსევდონიმითაც.
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. ქართველი მწერალი და მთარგმნელი ზურაბ ქარუმიძე 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას მწერლის ოჯახის წევრებიდა მეგობრები ავრცელებენ.
ზურაბ ქარუმიძე სწავლობდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას. თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1984 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „მახვილგონიერება და პატივმოყვარეობა ჯონ დონის პოეზიაში“.
ზურაბ ქარუმიძე მოთხრობებს წერდა ქართულ და ინგლისურ ენებზე. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები - 2018 წელს ლიტერატურული პრემია „ლიტერა" რომანისთვის „მოგზაურობა ევროპაში“, 2010 წელს პრემია „საბა" წიგნისთვის „ჯაზის ცხოვრება“.
მას ეკუთვნის ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანი Dagny or a Love Feast. ავტორის მიერვე ინგლისურ ენაზე თარგმნილი მოთხრობები 1996 წელს ამერიკაში, Clockwatch Review-ში გამოქვეყნდა.
2007-2008 წლებში იყო „პირველი არხის" საზოგადოებრივ-პოპულარული გადაცემის, „ღამის საუბრების“ წამყვანი.
ზურაბ ქარუმიძე რედაქტორობდა საქართველოში გამოცემულ ინგლისურენოვან ჟურნალებს: „საქართველო/კავკასიის პროფილი"(1995–2000 წლები) და „კავკასიის კონტექსტი"(2002–2005 წლები).
ქარუმიძეს ლიტერატურულ წრეებში იცნობდნენ შოუ ბაბუხადიას ფსევდონიმითაც. 2017 წელს ამ ფსევდონიმით გამოიცა მისი რომანი „ბაყაყები“.