https://sputnik-georgia.com/20231212/sapensio-aqtivebis-statistika-noembris-monacemebi-284884987.html
საპენსიო აქტივების სტატისტიკა - ნოემბრის მონაცემები
საპენსიო აქტივების სტატისტიკა - ნოემბრის მონაცემები
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,5 მლნ ადამიანია. 12.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-12T10:28+0400
2023-12-12T10:28+0400
2023-12-12T10:28+0400
საპენსიო სააგენტო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/81/234438116_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_afbdffa93cfc3060b24292b38512ba02.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება, 30 ნოემბრის მდგომარეობით, 4,2 მილიარდი ლარია, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში. უწყების ცნობით, ამ დროისათვის საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 804,9 მილიონ ლარს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,5 მლნ ადამიანიამდეა. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 6,5 ათასმა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 19,3 მლნ ლარს შეადგენს. დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. საქართველოში საპენსიო სესხების რეკლამა აიკრძალა>>24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/81/234438116_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_56d2d72b64e6738c639d021796dcaeee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საპენსიო სააგენტო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა
საპენსიო სააგენტო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა
საპენსიო აქტივების სტატისტიკა - ნოემბრის მონაცემები
ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,5 მლნ ადამიანია.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება, 30 ნოემბრის მდგომარეობით, 4,2 მილიარდი ლარია, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 804,9 მილიონ ლარს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,5 მლნ ადამიანიამდეა. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 6,5 ათასმა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 19,3 მლნ ლარს შეადგენს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.