კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რეგიონული კონფერენცია თბილისში - მთავარი ასპექტები

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaკიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-13 რეგიონული კონფერენცია (GITI )
კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-13 რეგიონული კონფერენცია (GITI ) - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2023
გამოწერა
თბილისში კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-13 რეგიონული კონფერენცია - GITI - გაიხსნა.
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაზე.
თბილისში კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-13 რეგიონული კონფერენცია - GITI - გაიხსნა. ორდღიანი ღონისძიების ორგანიზატორია ICT ბიზნეს საბჭო, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით. GITI - რეგიონის უმსხვილესი ტექნოლოგიური კონფერენციაა, რომელიც 2008 წლიდან იმართება.
„საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ინოვაციებისა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ ვხედავთ ინოვაციას, როგორც ფუნდამენტს გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, ისეთი სადისკუსიო პლატფორმის არსებობა, როგორიცაა GITI, ხელს უწყობს ამ სფეროში საჯარო და კერძო სექტორის უახლესი მიღწევების, განვითარების პროგრესის და გამოწვევების წარმოჩენას, მონაწილეებს შორის პარტნიორული კავშირების დამყარებას და ცოდნის გაზიარებას.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებას, როგორიცაა ქვეყანაში ციფრული ჰაბის ფორმირება, რომელიც ითვალისწინებს ფართოზოლოვანი სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ კავშირის ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოს ტერიტორიაზე და შავ ზღვაში.
საქართველოს რეგიონის ციფრულ ჰაბად ტრანსფორმაცია მთავრობის უახლოესი 10 წლის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს. საქართველოს ციფრულ ჰაბად ტრანსფორმაცია ქვეყანაში „დატა ცენტრის“ შექმნას ითვალისწინებს.
რომელი კომპანია დანერგავს 5G ტექნოლოგიას საქართველოში - ლიცენზია უკვე შეძენილია >>
ცინცაძის თქმით, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონალური „დატა ცენტების“ ფორმირებას, რაც დააჩქარებს რეგიონის ციფრულ ტრანსფორმაციას და მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მასში ჩართული ყველა მხარის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.
ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობას რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაში. მათ შორის, გაიმართება დებატები ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა მართვის, ციფრული განათლების, ფინტექის, კიბერუსაფრთხოების, რეგიონული სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარების და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
საქართველოს ვიცე-პრემიერი ინოვაციური სტარტაპების განვითარებაზე >>
წლევანდელ კონფერენციას ესწრებიან დელეგატები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ბალტიის ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდან.
ღონისძიების მიმდინარეობისას ასევე გაიმართება IT კონკურსი, რომლის მიზანია სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო პროექტების გამოვლენა და დაჯილდოება, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას.
ყველა ახალი ამბავი
0