https://sputnik-georgia.com/20231212/15-dekembridan-gamoidarebs-284896057.html
საქართველოში 15 დეკემბრიდან გამოიდარებს - უახლოესი დღეების პროგნოზი
საქართველოში 15 დეკემბრიდან გამოიდარებს - უახლოესი დღეების პროგნოზი
Sputnik საქართველო
უახლოეს დღეებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ძირითადად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი 12.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-12T16:17+0400
2023-12-12T16:17+0400
2023-12-12T16:17+0400
საქართველო
ამინდი საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283340645_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_ac036c8ab85e594e37b9b1048caf402d.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი − Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, 15 დეკემბერს კი გამოიდარებს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.სინოპტიკოსების ცნობით, 15 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის ტემპერატურა პლუს 22 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოშიკი შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი.თბილისში 12-13 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, 14-15 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10 - 12 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში) 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება.უახლოეს დღეებში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებშიც (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი). 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 15 დეკემბრამდე წვიმაა ნავარაუდევი. 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) კი 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით თოვაა მოსალოდნელი, 15 დეკემბერს გამოიდარებს.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10-12 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი კახეთშიც (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო), სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 9-11 გრადუსია მოსალოდნელი.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 8-10 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უახლოეს დღეებში თოვლი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 4-6 გრადუსი დაფიქსირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283340645_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_bbc8aa5aafcca78cc17980624cfde721.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ამინდი საქართველოში, საზოგადოება
საქართველო, ამინდი საქართველოში, საზოგადოება
საქართველოში 15 დეკემბრიდან გამოიდარებს - უახლოესი დღეების პროგნოზი
უახლოეს დღეებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ძირითადად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
თბილისი, 11 დეკემბერი − Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, 15 დეკემბერს კი გამოიდარებს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სინოპტიკოსების ცნობით, 15 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის ტემპერატურა პლუს 22 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოშიკი შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში 12-13 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, 14-15 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10 - 12 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში) 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება.
უახლოეს დღეებში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებშიც (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი). 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 15 დეკემბრამდე წვიმაა ნავარაუდევი. 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) კი 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით თოვაა მოსალოდნელი, 15 დეკემბერს გამოიდარებს.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10-12 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი კახეთშიც (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო), სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 9-11 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 8-10 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უახლოეს დღეებში თოვლი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 4-6 გრადუსი დაფიქსირდება.