ძლიერი თოვა და ქარბუქი: უახლოესი დღეების პროგნოზი

© photo: Sputnik / Stringerთოვლი მაღალმთიან აჭარაში
თოვლი მაღალმთიან აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2023
გამოწერა
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. აღმოსავლეთ საქართველოში 12 დეკემბრის საღამომდე თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
კერძოდ, 11 დეკემბრის გვიან საღამოდან 12 დეკემბრის საღამომდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო - მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.
სააგენტოს ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
ყველა ახალი ამბავი
0