https://sputnik-georgia.com/20231211/saeklesio-kalendari-11-dekemberi-284855269.html
საეკლესიო კალენდარი: 11 დეკემბერი
საეკლესიო კალენდარი: 11 დეკემბერი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 დეკემბერს ღირსმოწამე და აღმსარებელ სტეფანე ახლის, მოწამე ირინარხეს და შვიდი წმიდა დედის, მოწამეების: სტეფანეს, ბასილის... 11.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-11T09:00+0400
2023-12-11T09:00+0400
2023-12-11T09:00+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284822647_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_1dab4a223aef4124ea076dac0a61c1a0.jpg
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.ღირსმოწამე სტეფანე ახალიღირსმოწამე სტეფანე ახალი 715 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. მის მშობლებს ორი ასული ჰყავდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ძის მონიჭებას. როცა სათხოვარი შეუსრულდათ, მადლიერმა დედამ ახალშობილი სტეფანე ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში მიიყვანა აღსაზრდელად.იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (717-741) წმიდა ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების დევნა დაიწყო. მისი მხარდაჭერით იმპერიაში ხატმბრძოლთა მწვალებლობის მომხრეები აღზევდნენ. საიმპერატორო ტახტზე ლეონ ისავრიელი კონსტანტინე კოპრონიმმა (741-775) - მართლმადიდებლობის კიდევ უფრო მძვინვარე მდევნელმა შეცვალა. უსჯულო თვითმპყრობელმა მოიწვია ხატმბრძოლთა კრება, რომელსაც სამასორმოცდათვრამეტი ეპისკოპოსი ესწრებოდა აღმოსავლეთის პროვინციებიდან.. ერეტიკოსთა ცრუკრებამ ხატები კერპებად გამოაცხადა და ხატთაყვანისმცემლობას ერესი უწოდა.იმპერატორმა შეიტყო, რომ წმიდა სტეფანე ხატთაყვანისმცემლობას დაუფარავად უჭერდა მხარს. თვითმპყრობლის ბრძანებით წმიდა სტეფანე ჯერ საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი მარმარილოს ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლეს. ღირსი მამა დასახლდა გამოქვაბულში, სადაც მალე მისი მოწაფეებიც შეიკრიბნენ. რამდენიმე ხანში ნეტარმა დატოვა თავისი საძმო და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა.იმპერატორმა განკარგულება გასცა, სტეფანე კუნძულ ფაროსის საპყრობილეში გადაეყვანათ, შემდეგ კი სამსჯავროზე წარედგინათ. წმიდანმა გაბედულად უარყო ერეტიკოსი მსაჯულების ამაო ბრძნობა, ხატთაყვანისცემის დოგმატური არსი განმარტა და ხატმბრძოლებს დაუმტკიცა, რომ წმიდა ხატების შეურაცხყოფა თავად მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გმობა იყო. მან მსაჯულებს უჩვენა მონეტა იმპერატორის გამოსახულებით და ჰკითხა, რას უზამდნენ ადამიანს, რომელიც მას ფეხქვეშ გათელავდა. წმიდანს უპასუხეს, რომ ასეთ ადამიანს უეჭველად სიკვდილით დასჯიდნენ მეფის გამოსახულების შეურაცხყოფისთვის. მაშინ ნეტარმა სტეფანემ თქვა, კიდევ უფრო დიდი სასჯელი მოელის მას, ვინც ზეცათა მეუფისა და მის წმიდათა ხატებს შეურაცხყოფსო, მონეტა კი მიწაზე დააგდო.იმპერატორმა თავის მეომრებს გამოუცხადა, სტეფანეს ჩემი ტახტიდან ჩამოგდება სურსო და წმიდანის მოსაკლავად გაგზავნა ისინი. ნეტარი აღმსარებელი თვითონ გამოეგება მეომრებს, რომლებიც გააფთრებით ეკვეთნენ მას და უმოწყალო გვემითა და შეურაცხყოფით წაათრიეს ქალაქის მოედანზე. ერთ-ერთმა ჯალათმა ძელი თავში ჩაარტყა მარტვილს და მოკლა. ეს მოხდა 768 წლის 28 ნოემბერს.წმიდა მოწამე ირინარქი და მასთან შვიდნი დედანიწმიდა მოწამე ირინარქი და მასთან შვიდნი დედანი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მეფობის ჟამს აღესრულნენ. სასტიკი წამების შემდეგ უღმრთოებმა მათ თავები მოჰკვეთეს.წმიდა მოწამენი: სტეფანე, ბასილი, გრიგოლი, სხვა გრიგოლი, იოანე და სხვანი მრავალნიწმიდა მოწამენი: სტეფანე, ბასილი, გრიგოლი, სხვა გრიგოლი, იოანე და სხვანი მრავალნი წმიდა ხატთა თაყვანისცემისთვის სტეფანე ახალთან ერთად იტანჯებოდნენ საპყრობილეში. ნეტარი მამის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ისინიც სიკვდილით დასაჯეს (+768).
https://sputnik-georgia.com/20231210/--10--284850435.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284822647_271:0:3002:2048_1920x0_80_0_0_db6440aae8925b3494a8db37808a1ba0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საეკლესიო კალენდარი: 11 დეკემბერი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 დეკემბერს ღირსმოწამე და აღმსარებელ სტეფანე ახლის, მოწამე ირინარხეს და შვიდი წმიდა დედის, მოწამეების: სტეფანეს, ბასილის, გრიგოლის, სხვა გრიგოლის, იოანეს და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
ღირსმოწამე სტეფანე ახალი 715 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. მის მშობლებს ორი ასული ჰყავდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ძის მონიჭებას. როცა სათხოვარი შეუსრულდათ, მადლიერმა დედამ ახალშობილი სტეფანე ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში მიიყვანა აღსაზრდელად.
იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (717-741) წმიდა ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების დევნა დაიწყო. მისი მხარდაჭერით იმპერიაში ხატმბრძოლთა მწვალებლობის მომხრეები აღზევდნენ. საიმპერატორო ტახტზე ლეონ ისავრიელი კონსტანტინე კოპრონიმმა (741-775) - მართლმადიდებლობის კიდევ უფრო მძვინვარე მდევნელმა შეცვალა. უსჯულო თვითმპყრობელმა მოიწვია ხატმბრძოლთა კრება, რომელსაც სამასორმოცდათვრამეტი ეპისკოპოსი ესწრებოდა აღმოსავლეთის პროვინციებიდან.. ერეტიკოსთა ცრუკრებამ ხატები კერპებად გამოაცხადა და ხატთაყვანისმცემლობას ერესი უწოდა.
იმპერატორმა შეიტყო, რომ წმიდა სტეფანე ხატთაყვანისმცემლობას დაუფარავად უჭერდა მხარს. თვითმპყრობლის ბრძანებით წმიდა სტეფანე ჯერ საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი მარმარილოს ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლეს.
ღირსი მამა დასახლდა გამოქვაბულში, სადაც მალე მისი მოწაფეებიც შეიკრიბნენ. რამდენიმე ხანში ნეტარმა დატოვა თავისი საძმო და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა.
იმპერატორმა განკარგულება გასცა, სტეფანე კუნძულ ფაროსის საპყრობილეში გადაეყვანათ, შემდეგ კი სამსჯავროზე წარედგინათ. წმიდანმა გაბედულად უარყო ერეტიკოსი მსაჯულების ამაო ბრძნობა, ხატთაყვანისცემის დოგმატური არსი განმარტა და ხატმბრძოლებს დაუმტკიცა, რომ წმიდა ხატების შეურაცხყოფა თავად მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გმობა იყო. მან მსაჯულებს უჩვენა მონეტა იმპერატორის გამოსახულებით და ჰკითხა, რას უზამდნენ ადამიანს, რომელიც მას ფეხქვეშ გათელავდა. წმიდანს უპასუხეს, რომ ასეთ ადამიანს უეჭველად სიკვდილით დასჯიდნენ მეფის გამოსახულების შეურაცხყოფისთვის. მაშინ ნეტარმა სტეფანემ თქვა, კიდევ უფრო დიდი სასჯელი მოელის მას, ვინც ზეცათა მეუფისა და მის წმიდათა ხატებს შეურაცხყოფსო, მონეტა კი მიწაზე დააგდო.
იმპერატორმა თავის მეომრებს გამოუცხადა, სტეფანეს ჩემი ტახტიდან ჩამოგდება სურსო და წმიდანის მოსაკლავად გაგზავნა ისინი. ნეტარი აღმსარებელი თვითონ გამოეგება მეომრებს, რომლებიც გააფთრებით ეკვეთნენ მას და უმოწყალო გვემითა და შეურაცხყოფით წაათრიეს ქალაქის მოედანზე. ერთ-ერთმა ჯალათმა ძელი თავში ჩაარტყა მარტვილს და მოკლა. ეს მოხდა 768 წლის 28 ნოემბერს.
წმიდა მოწამე ირინარქი და მასთან შვიდნი დედანი
წმიდა მოწამე ირინარქი და მასთან შვიდნი დედანი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მეფობის ჟამს აღესრულნენ. სასტიკი წამების შემდეგ უღმრთოებმა მათ თავები მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამენი: სტეფანე, ბასილი, გრიგოლი, სხვა გრიგოლი, იოანე და სხვანი მრავალნი
წმიდა მოწამენი: სტეფანე, ბასილი, გრიგოლი, სხვა გრიგოლი, იოანე და სხვანი მრავალნი წმიდა ხატთა თაყვანისცემისთვის სტეფანე ახალთან ერთად იტანჯებოდნენ საპყრობილეში. ნეტარი მამის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ისინიც სიკვდილით დასაჯეს (+768).