როდის დასრულდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია: მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringerწერეთლის გამზირის რემონტი
წერეთლის გამზირის რემონტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2023
გამოწერა
მასშტაბური რემონტი წერეთლის გამზირზე გეგმის მიხედვით - 2024 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება, აღნიშნეს მერიაში
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ უარყო ინფორმაცია წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოების დასრულების სამი თვით - 2024 წლის აპრილამდე - გადაწევის შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორმა“ და მოძრაობამ „ჩემი ქალაქი მკლავს“ გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წერეთლის გამზირზე სამუშაოები გეგმის მიხედვით 2024 წლის იანვარში არ დასრულდება და სამი თვით გაგრძელდება.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაციის „ფლანგვის დეტექტორი" და მოძრაობის "ჩემი ქალაქი მკლავს" მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადა შეიცვალა და გადაიწია სამი თვით. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“,- ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მერიას არ შეუცვლია პროექტის განხორციელების ვადები, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება წინასწარ განსაზღვრულ დროს - 2024 წლის იანვრის ბოლოს, ნათქვამია მერიის განცხადებაში.
დიდუბის რაიონში მთლიანი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მასშტაბური სარემონტო სამუშაოები 2023 წლის აპრილში დაიწყო. პროექტზე 28,4 მლნ ლარია გამოყოფილი.
ყველა ახალი ამბავი
0