https://sputnik-georgia.com/20231211/nasa-kosmosuri-pomidori-284872635.html
NASA-ს ასტრონავტებმა კოსმოსური პომიდორი იპოვეს
NASA-ს ასტრონავტებმა კოსმოსური პომიდორი იპოვეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 დეკემბერი − Sputnik. კოსმოსური საიდუმლო, რომელზეც რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა, ამოხსნილია − NASA-ს ასტრონავტებმა, როგორც იქნა... 11.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-11T18:11+0400
2023-12-11T18:11+0400
2023-12-11T18:11+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
nasa
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24410/05/244100515_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_cffbaa6706bd2787b2b41b4c7d6d65a5.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი − Sputnik. კოსმოსური საიდუმლო, რომელზეც რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა, ამოხსნილია − NASA-ს ასტრონავტებმა, როგორც იქნა, იპოვეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოყვანილი და შემდეგ გაუჩინარებული პირველი პომიდორი, იუწყება Business Insider.როგორც გამოცემა წერს, ამ ფაქტით ყველაზე ბედნიერი ასტრონავტი ფრენკ რუბიოა, რომელსაც ეკიპაჟი პომიდვრის შეჭმაში „ადანაშაულებდა“ ხუმრობით.ნაპოვნის თაობაზე ასტრონავტებმა მართვის ცენტრთან პირდაპირი ტრანსლაციის დროს განაცხადეს.საქმე ისაა, რომ 2,5 სმ დიამეტრის ჯუჯა პომიდორი Red Robin კოსმოსში იყო მოყვანილი პროექტ VEG-05-ის ფარგლებში. ეს პროექტი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანას, პროდუქტში სასარგებლო ნივთიერებების შემადგენლობას, მის მიკრობულ უსაფრთხოებასა და გემოებს სწავლობს ნულოვანი გრავიტაციის პირობებში. პომიდვრის პირველი მოსავლის აღების შემდეგ, ეკიპაჟის თითოეულწევრს ელვაშესაკრავიან პაკეტში მოთავსებული თითო ნიმუში გადაეცა. ამასთან ისინი მკაცრად გააფრთხილეს, რომ არ შეეჭამათ ნაყოფი, ვინაიდან პომიდორი შეიძლებოდა სოკოთი ყოფილიყო დასნებოვნებული.სამწუხაროდ, რუბიომ მალევე დაკარგა პომიდორი, რომელიც შემთხვევით გაუვარდა ხელიდან და ნულოვანი გრავიტაციის პირობებში სადღაც გაუჩინარდა. ეკიპაჟმა ძებნა დაიწყო, მაგრამ პოვნის მრავალსაათიანი მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.ფრენკ რუბიომ უკვე გააკეთა კომენტარი კოსმოსიდან მიღებულ კარგ ამბავზე. მისი თქმით, ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ პომიდორს აუცილებლად იპოვიდნენ, მეგრამ ეგონა, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოხდებოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში კოლეგა-ასტრონავტების ხუმრობის ობიექტი იქნებოდა.თუ სად იპოვეს დაკარგული კოსმოსური პომიდორი, ამაზე Business Insider არაფერს წერს.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24410/05/244100515_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_5defd743e0ac9ef3a2051c822cfe3e24.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, nasa, აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, nasa, აშშ
თბილისი, 11 დეკემბერი − Sputnik. კოსმოსური საიდუმლო, რომელზეც რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა, ამოხსნილია − NASA-ს ასტრონავტებმა, როგორც იქნა, იპოვეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოყვანილი და შემდეგ გაუჩინარებული პირველი პომიდორი, იუწყება
Business Insider.
როგორც გამოცემა წერს, ამ ფაქტით ყველაზე ბედნიერი ასტრონავტი ფრენკ რუბიოა, რომელსაც ეკიპაჟი პომიდვრის შეჭმაში „ადანაშაულებდა“ ხუმრობით.
ნაპოვნის თაობაზე ასტრონავტებმა მართვის ცენტრთან პირდაპირი ტრანსლაციის დროს განაცხადეს.
„ჩვენს კარგ მეგობარს ფრენკ რუბიოს, რომელიც უკვე დაბრუნდა შინ, საკმაოდ დიდიხანია ადანაშაულებენ პომიდვრის შეჭმაში. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მისი გამართლება − პომიდორი ვიპოვეთ“, − განაცხადა NASA-ს ასტრონავტმა ჯასმინ მოგბელმა.
საქმე ისაა, რომ 2,5 სმ დიამეტრის ჯუჯა პომიდორი Red Robin კოსმოსში იყო მოყვანილი პროექტ VEG-05-ის ფარგლებში. ეს პროექტი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანას, პროდუქტში სასარგებლო ნივთიერებების შემადგენლობას, მის მიკრობულ უსაფრთხოებასა და გემოებს სწავლობს ნულოვანი გრავიტაციის პირობებში. პომიდვრის პირველი მოსავლის აღების შემდეგ, ეკიპაჟის თითოეულწევრს ელვაშესაკრავიან პაკეტში მოთავსებული თითო ნიმუში გადაეცა. ამასთან ისინი მკაცრად გააფრთხილეს, რომ არ შეეჭამათ ნაყოფი, ვინაიდან პომიდორი შეიძლებოდა სოკოთი ყოფილიყო დასნებოვნებული.
სამწუხაროდ, რუბიომ მალევე დაკარგა პომიდორი, რომელიც შემთხვევით გაუვარდა ხელიდან და ნულოვანი გრავიტაციის პირობებში სადღაც გაუჩინარდა. ეკიპაჟმა ძებნა დაიწყო, მაგრამ პოვნის მრავალსაათიანი მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.
ფრენკ რუბიომ უკვე გააკეთა კომენტარი კოსმოსიდან მიღებულ კარგ ამბავზე. მისი თქმით, ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ პომიდორს აუცილებლად იპოვიდნენ, მეგრამ ეგონა, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოხდებოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში კოლეგა-ასტრონავტების ხუმრობის ობიექტი იქნებოდა.
თუ სად იპოვეს დაკარგული კოსმოსური პომიდორი, ამაზე Business Insider არაფერს წერს.