მშენებლობის ღირებულება ოქტომბერში შემცირდა - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე ობიექტი
მშენებარე ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2023
გამოწერა
თვის ინდექსის შემცირება ძირითადად მოხდა დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასების 4,5%-ით შემცირების ხარჯზე.
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2023 წლის ოქტომბერში, მიმდინარე წლის სექტემბერთან შედარებით, 0,2%-ით შემცირდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური "საქსტატი".
უწყებამ მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
უწყების ცნობით, წლიური ინდექსის შემცირება ძირითადად მოხდა დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასების 4,5%-ით შემცირების ხარჯზე.
2023 წლის ოქტომბერში, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 12,4%-ით, რაც გამოწვეული იყო ხელფასების 26,2%-ით და სამშენებლო მასალებსა და მანქანა-დანადგარებზე ფასების 24,8%-ით გაზრდით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასებისთვის, ასევე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად.
ყველა ახალი ამბავი
0