https://sputnik-georgia.com/20231211/konstituciis-axali-darrveva-salva-papuasvili-prezidentis-vizitze-cexetsi-284858066.html
კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევა - შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ვიზიტზე ჩეხეთში
კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევა - შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ვიზიტზე ჩეხეთში
Sputnik საქართველო
პარლამენტის სპიკერმა ურჩია სალომე ზურაბიშვილს არ გახსნას საკონსტიტუციო დარღვევების „პანდორას ყუთი“ 11.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-11T10:27+0400
2023-12-11T10:27+0400
2023-12-11T10:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი
ჩეხეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283483524_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_7fc8f2aeb68d5ec4206363d8dc9287f1.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. თუ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ჩეხეთში შედგება, ეს იქნება კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პირდაპირი და უხეში დარღვევა, განუცხადა მედიას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობის მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს ჩეხეთში 10-12 დეკემბერს ოფიციალურ ვიზიტზე უარი ეთქვა.მისი თქმით, საქართველოს 30-წლიან ისტორიაში არცერთ პრეზიდენტს მსგავსი რამ არ გაუკეთებია, მიხეილ სააკაშვილსაც კი, რომელსაც დანაშაულები აქვს ჩადენილი.„მიხეილ სააკაშვილსაც კი საჯაროდ, ღიად ფეხქვეშ არ გაუთელავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და კონსტიტუცია. ის არღვევს საქართველოს ხალხის ნებას, ეს არის პირდაპირი უპატივცემულობა ქართველი ხალხის, სახელმწიფო მოწყობის ფეხქვეშ გათელვა და სამწუხაროა, თუ ეს ასე მოხდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.პარლამენტის სპიკერმა ურჩია სალომე ზურაბიშვილს არ გახსნას საკონსტიტუციო დარღვევების „პანდორას ყუთი“, რადგან თუ ის მას გახსნის, აღარ ექნება უფლება მიუთითოს სხვას კონსტიტუციის დარღვევებზე.კობახიძე: საქართველოს პრეზიდენტი გადადგება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად >>პაპუაშვილის თქმით, ზურაბიშვილი არის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების ინსტრუმენტი და მას ამაში ეხმარება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც სახელმწიფოს მეთაურის იმპიჩმენტის პროცესი ჩააგდო.საჭიროა მეტი კონკრეტიკა - მმართველი პარტიის დეპუტატები პრეზიდენტს კვლავ აკრიტიკებენ >>მმართველმა პარტიამ 2023 წლის ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთული ვიზიტების დროს. მაშინ მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის საკითხს საჭირო 100 ხმის ნაცვლად 86 ხმა მოაგროვა.სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციას შეუერთდა.
საქართველო
ჩეხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283483524_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_b4a3f37e12c13583b833a2fc71eec8bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, ჩეხეთი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, ჩეხეთი
კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევა - შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ვიზიტზე ჩეხეთში
პარლამენტის სპიკერმა ურჩია სალომე ზურაბიშვილს არ გახსნას საკონსტიტუციო დარღვევების „პანდორას ყუთი“
თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. თუ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ჩეხეთში შედგება, ეს იქნება კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პირდაპირი და უხეში დარღვევა, განუცხადა მედიას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობის მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს ჩეხეთში 10-12 დეკემბერს ოფიციალურ ვიზიტზე უარი ეთქვა.
„არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი გაემგზავრა თუ არა უკვე, მაგრამ თუ ეს ასეა, ეს იქნება პირდაპირი, უხეში და ღია დარღვევა არა მხოლოდ კონსტიტუციის, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს 30-წლიან ისტორიაში არცერთ პრეზიდენტს მსგავსი რამ არ გაუკეთებია, მიხეილ სააკაშვილსაც კი, რომელსაც დანაშაულები აქვს ჩადენილი.
„მიხეილ სააკაშვილსაც კი საჯაროდ, ღიად ფეხქვეშ არ გაუთელავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და კონსტიტუცია. ის არღვევს საქართველოს ხალხის ნებას, ეს არის პირდაპირი უპატივცემულობა ქართველი ხალხის, სახელმწიფო მოწყობის ფეხქვეშ გათელვა და სამწუხაროა, თუ ეს ასე მოხდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერმა ურჩია სალომე ზურაბიშვილს არ გახსნას საკონსტიტუციო დარღვევების „პანდორას ყუთი“, რადგან თუ ის მას გახსნის, აღარ ექნება უფლება მიუთითოს სხვას კონსტიტუციის დარღვევებზე.
პაპუაშვილის თქმით, ზურაბიშვილი არის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების ინსტრუმენტი და მას ამაში ეხმარება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც სახელმწიფოს მეთაურის იმპიჩმენტის პროცესი ჩააგდო.
„რომ არა „ნაციონალური მოძრაობა“, იმპიჩმენტი შედგებოდა და სალომე ზურაბიშვილი არ იქნებოდა ამ თანამდებობაზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს არ გააკეთა, რადგან კი არ უფრთხილდება კონსტიტუციურ ორგანოებს, მათ აქვთ პირდაპირი მიზანი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნისა და სალომე ზურაბიშვილი არის ინსტრუმენტი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნისთვის. სწორედ ეს არის მათი თანამშრომლობის საფუძველი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთული ვიზიტების დროს. მაშინ მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის საკითხს საჭირო 100 ხმის ნაცვლად 86 ხმა მოაგროვა.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციას შეუერთდა.