https://sputnik-georgia.com/20231211/iranis-birtvuli-garigeba-284869833.html
ირანი ბირთვულ პროგრამაზე ახალი შეთანხმების საჭიროებას ვერ ხედავს
ირანი ბირთვულ პროგრამაზე ახალი შეთანხმების საჭიროებას ვერ ხედავს
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 დეკემბერი − Sputnik. ირანული მხარე ვერ ხედავს თეირანის ბირთვულ პროგრამაზე ახალი ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის (JCPOA) გაფორმების... 11.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-11T16:10+0400
2023-12-11T16:10+0400
2023-12-11T16:10+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა
ირანი
ბირთვული გარიგება - jcpoa
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0c/252565329_0:100:2817:1684_1920x0_80_0_0_0678aff6a9717ef7590a5429ccc5ed59.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი − Sputnik. ირანული მხარე ვერ ხედავს თეირანის ბირთვულ პროგრამაზე ახალი ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის (JCPOA) გაფორმების აუცილებლობას, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე.თეირანის ბირთვულ პროგრამაზე ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPOA), რომელსაც დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და ირანმა ხელი 2015 წელს მოაწერეს, ირანისთვის სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად დატოვა JCPOA და სანქციები აღუდგინა თეირანს. ამის საპასუხოდ ერთი წლის შემდეგ ირანმა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებასა და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა.რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი, შეერთებული შტატები და საფრანგეთი 2021 წლის აპრილიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს ირანთან ვენაში, რათა JCPOA პირვანდელი სახით აღადგინონ. იმავე წლის დეკემბერშიმხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ორ პროექტზე, რომელშიც ევროპულმა მხარემ ირანის პოზიციებიც შეიტანა. როგორც ირანის წარმომადგენელმა ბაგერი ქიანიმ აღნიშნა, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ვენაში მიღწეული პროგრესი მოკრძალებულად შეაფასა და თეირანს მოუწოდა, უფრო სერიოზულად მოკიდებოდა ამ საკითხს. ამჟამად ვენის მოლაპარაკებების პროცესში პაუზაა.
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0c/252565329_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_6c1a797e7847122ab2202f53927438fb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა, ირანი , ბირთვული გარიგება - jcpoa
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა, ირანი , ბირთვული გარიგება - jcpoa
თბილისი, 11 დეკემბერი − Sputnik. ირანული მხარე ვერ ხედავს თეირანის ბირთვულ პროგრამაზე ახალი ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის (JCPOA) გაფორმების აუცილებლობას, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე.
„იდეები მოდის მათგან, ვინც ვალდებულებების შესრულებაზე ყოყმანობდა, არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ცდილობს თავიდან აიცილოს ეს. ირანი ვერ ხედავს ახალი JCPOA-ს საჭიროებას“, − ციტირებს ქანაანის სიტყვებს ირანის სახელმწიფო სააგენტო Tasnim.
თეირანის ბირთვულ პროგრამაზე ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPOA), რომელსაც დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და ირანმა ხელი 2015 წელს მოაწერეს, ირანისთვის სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.
2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად დატოვა JCPOA და სანქციები აღუდგინა თეირანს. ამის საპასუხოდ ერთი წლის შემდეგ ირანმა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებასა და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა.
რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი, შეერთებული შტატები და საფრანგეთი 2021 წლის აპრილიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს ირანთან ვენაში, რათა JCPOA პირვანდელი სახით აღადგინონ. იმავე წლის დეკემბერში
მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ორ პროექტზე, რომელშიც ევროპულმა მხარემ ირანის პოზიციებიც შეიტანა. როგორც ირანის წარმომადგენელმა ბაგერი ქიანიმ აღნიშნა, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ვენაში მიღწეული პროგრესი მოკრძალებულად შეაფასა და თეირანს მოუწოდა, უფრო სერიოზულად მოკიდებოდა ამ საკითხს. ამჟამად ვენის მოლაპარაკებების პროცესში პაუზაა.