GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

© courtesy of GWPGWP-ის თანამშრომლები
GWP-ის თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2023
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს12 დეკემბრის 10:00 საათიდან 13 დეკემბრის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
12 დეკემბერს, GWP წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე სრულად იცვლება 4,5 კმ წყალსადენისა და 2 კმ სიგრძის წყალარინების ქსელები, მონტაჟდება 64 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და ეწყობა 16 სახანძრო ჰიდრანტი.
„მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში წერეთლის გამზირზე ახლად მოწყობილი მაგისტრალური ქსელის, 2 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთის ექსპლუატაციაში გასაშვებად კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ვანის ქუჩიდან შალიკაშვილის ხიდამდე, ერთდროულად 35 მონაკვეთზე შეასრულებენ. პარალელურად, ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყობა.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12 დეკემბრის 10:00 საათიდან წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში - წერეთლის, აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილს, გაფრინდაშვილის, წყალტუბოს, მირცხულავას, სამტრედიის, ბაქრაძის, აგლაძის, გუდაუთის, ხოშარაულის, ერისთავის, მაიაკოვსკის, პაიჭაძის, აბულაშვილის, ბაქრაძის, ვანის, კერესელიძის, კედიას, გვეტაძის, ფიფიას, ევდოშვილის, ქუთაისის, ბაგრატიონის, ქურდიანის, ცაბაძის, საირმის, კვინიტაძის, ლებანიძის, აბასთუმნისა და მიმდებარე ქუჩებს. გელოვანის, რობაქიძის, წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, თევდორე მღვდლის ქუჩების ნაწილსა და თევდორე მღვდლის II ჩიხს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
ყველა ახალი ამბავი
0