https://sputnik-georgia.com/20231211/avicenas-recepti-narevi-dregrzelbistvis-284864013.html
გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე: ავიცენას უებარი ნარევი მხოლოდ ორი ინგრედიენტით
გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე: ავიცენას უებარი ნარევი მხოლოდ ორი ინგრედიენტით
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 დეკემბერი − Sputnik. მედიცინის მამის, იბნ სინას (ავიცენას) მიერ მრავალი საუკუნის წინ შედგენილი რეცეპტები დღემდე ეფექტურად კურნავს ბევრ დაავადებას... 11.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-11T14:27+0400
2023-12-11T14:27+0400
2023-12-11T15:06+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
ჯანსაღი კვება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/0b/284863845_0:63:1200:738_1920x0_80_0_0_e2ab4244baf8dd0903b9a4f1ef6ae313.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი − Sputnik. მედიცინის მამის, იბნ სინას (ავიცენას) მიერ მრავალი საუკუნის წინ შედგენილი რეცეპტები დღემდე ეფექტურად კურნავს ბევრ დაავადებას, აცხადებენ სპეციალისტები.მათი თქმით, შემორჩენილია ავიცენას მიერ შექმნილი ნარევის რეცეპტი, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს და რომლის მომზადებასაც სულ რაღაც წუთნახევარი სჭირდება.როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ ნარევში შემავალი პროდუქტების კომბინაციის სასარგებლო თვისებები, რომლებიც იმუნურ სისტემას აძლიერებს და კიბოს უჯრედებს ებრძვის, უთვალავია.ნარევის მოსამზადებლად მხოლოდ ლეღვის ჩირი და ზეითუნის ზეთი დაგჭირდებათ. მომზადების წესიექსპერტები ამბობენ, რომ ნარევი ასევე ამცირებს ისეთი დაავადების რისკს, როგორებიცაა რეფლუქსი და წყლული.სპეციალისტების განმარტებით, ზეითუნის ზეთს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს − დაწყებული კიბოს განვითარების რისკის შემცირებიდან, დასრულებული საჭმლის მომნელებელი სისტემის დარეგულირებით. რაც შეეხება ლეღვს, ის გულის ჯანმრთელობას უწყობს ხელს და ასევე ეხმარება წონის რეგულირებას. ამ ორი პროდუქტის შერევით კი მათი სარგებელი მრავალჯერ იზრდება. გაითვალისწინეთ: ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან!წყარო: Sabah
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/0b/284863845_67:0:1134:800_1920x0_80_0_0_f88f7869aec4eba3121ee113d1e70c6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება
თბილისი, 11 დეკემბერი − Sputnik. მედიცინის მამის, იბნ სინას (ავიცენას) მიერ მრავალი საუკუნის წინ შედგენილი რეცეპტები დღემდე ეფექტურად კურნავს ბევრ დაავადებას, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, შემორჩენილია ავიცენას მიერ შექმნილი ნარევის რეცეპტი, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს და რომლის მომზადებასაც სულ რაღაც წუთნახევარი სჭირდება.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ ნარევში შემავალი პროდუქტების კომბინაციის სასარგებლო თვისებები, რომლებიც იმუნურ სისტემას აძლიერებს და კიბოს უჯრედებს ებრძვის, უთვალავია.
ნარევის მოსამზადებლად მხოლოდ ლეღვის ჩირი და ზეითუნის ზეთი დაგჭირდებათ.
აიღეთ 250 გრამი ლეღვის ჩირი და კარგად გარეცხეთ (შეგიძლიათ მანამდე წყალში ჩაალბოთ დაახლოებით 30 წუთით);
შემდეგ დაჭერით მომცრო კუბებად;
ჩაყარეთ დაჭრილი ჩირი დიდ ქილაში;
დაასხით ერთი ლიტრი ზეითუნის ზეთი;
დაახურეთ ქილას ხუფი მჭიდროდ და დადგით ქილა ბნელ ადგილას ხუთი დღით. ამ დროის გასვლის შემდეგ ნარევი უკვე მზადაა გამოსაყენებლად.
მიიღეთ ნარევი დღეში ორჯერ − დილით და საღამოს, თითო სუფრის კოვზი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ექსპერტები ამბობენ, რომ ნარევი ასევე ამცირებს ისეთი დაავადების რისკს, როგორებიცაა რეფლუქსი და წყლული.
სპეციალისტების განმარტებით, ზეითუნის ზეთს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს − დაწყებული კიბოს განვითარების რისკის შემცირებიდან, დასრულებული საჭმლის მომნელებელი სისტემის დარეგულირებით. რაც შეეხება ლეღვს, ის გულის ჯანმრთელობას უწყობს ხელს და ასევე ეხმარება წონის რეგულირებას. ამ ორი პროდუქტის შერევით კი მათი სარგებელი მრავალჯერ იზრდება.
გაითვალისწინეთ: ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან!