https://sputnik-georgia.com/20231210/evropis-kluburi-cempionati-2023-qartuli-klubebi-medlebis-garese-darcnen-284854170.html
ევროპის კლუბური ჩემპიონატი-2023: ქართული კლუბები მედლების გარეშე დარჩნენ
ევროპის კლუბური ჩემპიონატი-2023: ქართული კლუბები მედლების გარეშე დარჩნენ
Sputnik საქართველო
ძიუდოში 2022 წლის ჩემპიონთა ლიგა გორში გაიმართა, სადაც გამარჯვება ქართულმა კლუბმა, „მებრძოლმა“ მოიპოვა. 10.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-10T18:07+0400
2023-12-10T18:07+0400
2023-12-10T18:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/18/267815155_0:130:3179:1918_1920x0_80_0_0_8fe73d44736c69ed3655fbc5d794d0d4.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ძიუდოში ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ორმა ქართულმა კლუბმა – „მებრძოლმა“ და „გოლდენ გორმა“ ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს.ტურნირის გამარჯვებული გახდა ბელგრადის კლუბი „ცრევნა ზვეზდა“, რომელმაც ფინალში ბერძნულ „არისს“ მშრალად მოუგო - 3:0.„გოლდენ გორი“ მესამე ადგილისთვის დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2:3 დამარცხდა ფრანგულ პსჟ-სთან, რომლის შემადგენლობაშიც ორი უძლიერესი ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გამოდიან. ორივემ თავისი გადამწყვეტი ბრძოლა მოიგო.პსჟ-ს შემადგენლობაში ასევე იასპარეზა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ტედი რინერმა.„მებრძოლის“ ღირსებას იცავდნენ : გიორგი თუთაშვილი (66 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი, ლუკა კაპანაძე, ვალერი იაშვილი (73 კგ), ფრიდონ გიგანი, ლევან გუგავა, ნუგზარ ტატალაშვილი, ომარ ნიაზაშვილი (81 კგ), უშანგი მარგიანი (90 კგ.), საბა ინანეიშვილი და ონისე სანებლიძე (+90 კგ.).ხოლო „გოლდენ გორში“ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), გიორგი ტერაშვილი (73 კგ), ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ), ზაურ დვალაშვილი (90 კგ) და შალვა გურეშიძე (+90 კგ) გამოვიდნენ.ძიუდოში 2022 წლის ჩემპიონთა ლიგა გორში გაიმართა, სადაც გამარჯვება ქართულმა კლუბმა, „მებრძოლმა“ მოიპოვა. შეჯიბრებას ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგა ეწოდება და შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნას ეძღვნება. ევროპის ძიუდოს კავშირმა (EJU) ამ ტურნირს 2022 წლის საუკეთესო ღონისძიებად დაასახელა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/18/267815155_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_43747b2d1bf19143400d4f27c3fe11d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ევროპის კლუბური ჩემპიონატი-2023: ქართული კლუბები მედლების გარეშე დარჩნენ
ძიუდოში 2022 წლის ჩემპიონთა ლიგა გორში გაიმართა, სადაც გამარჯვება ქართულმა კლუბმა, „მებრძოლმა“ მოიპოვა.
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ძიუდოში ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ორმა ქართულმა კლუბმა – „მებრძოლმა“ და „გოლდენ გორმა“ ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს.
ტურნირის გამარჯვებული გახდა ბელგრადის კლუბი „ცრევნა ზვეზდა“, რომელმაც ფინალში ბერძნულ „არისს“ მშრალად მოუგო - 3:0.
„გოლდენ გორი“ მესამე ადგილისთვის დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2:3 დამარცხდა ფრანგულ პსჟ-სთან, რომლის შემადგენლობაშიც ორი უძლიერესი ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გამოდიან. ორივემ თავისი გადამწყვეტი ბრძოლა მოიგო.
პსჟ-ს შემადგენლობაში ასევე იასპარეზა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ტედი რინერმა.
„მებრძოლის“ ღირსებას იცავდნენ : გიორგი თუთაშვილი (66 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი, ლუკა კაპანაძე, ვალერი იაშვილი (73 კგ), ფრიდონ გიგანი, ლევან გუგავა, ნუგზარ ტატალაშვილი, ომარ ნიაზაშვილი (81 კგ), უშანგი მარგიანი (90 კგ.), საბა ინანეიშვილი და ონისე სანებლიძე (+90 კგ.).
ხოლო „გოლდენ გორში“ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), გიორგი ტერაშვილი (73 კგ), ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ), ზაურ დვალაშვილი (90 კგ) და შალვა გურეშიძე (+90 კგ) გამოვიდნენ.
ძიუდოში 2022 წლის ჩემპიონთა ლიგა გორში გაიმართა, სადაც გამარჯვება ქართულმა კლუბმა, „მებრძოლმა“ მოიპოვა. შეჯიბრებას ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგა ეწოდება და შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნას ეძღვნება. ევროპის ძიუდოს კავშირმა (EJU) ამ ტურნირს 2022 წლის საუკეთესო ღონისძიებად დაასახელა.