თბილისში პარკირება დროებით უფასო გახდა - რა მოხდა

© photo: Sputnik / Stringerზონალურ-საათობრივი პარკირების ნიშანი თბილისში
ზონალურ-საათობრივი პარკირების ნიშანი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2023
გამოწერა
ზონალურ-საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო მძღოლები არ დაჯარიმდებიან
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. თბილისში ზონალურ-საათობრივი სისტემა 9 დეკემბერს ხარვეზით მუშაობს, ამიტომ მძღოლებს პარკირების საფასური არ ჩამოეჭრებათ, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
გარდა ამისა, მძღოლები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის გამოუყენებლობის გამო არ დაჯარიმდებიან.
„გაცნობებთ, რომ მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნულ პერიოდში ზონალურ-საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება, ხარვეზის მიმდინარეობის პერიოდში ბალანსიდან თანხა არ გაიხარჯება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გასაჯაროვდება, აღნიშნეს მერიაში.
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა თბილისის სხვადასხვა რაიონში მოქმედებს, გადაუხდელობა კი ჯარიმას იწვევს.
ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.
სტანდარტული ტარიფის ღირებულება უცვლელია და შეადგენს ერთ ლარს ერთი საათის განმავლობაში. ასევე მოქალაქეს შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე პირველი 15 წუთით ისარგებლოს უფასოდ.
ყველა ახალი ამბავი
0