საქართველოს პარლამენტი მუშაობას 22 დეკემბერს დაასრულებს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2023
გამოწერა
დეპუტატებს მომავალი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება მოუწევთ
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობას 22 დეკემბერს დაასრულებს, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს 2023 წლის ბოლო სხდომა 15 დეკემბერს გაიმართება.
12-დან 15 დეკემბრამდე პერიოდში გაიმართება ბოლო სხდომები, რომლებზეც დეპუტატებს მომავალი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება და ქვეყნისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება მოუწევთ.
დაგეგმილ პროექტებს შორისაა განათლების სამინისტროს რეფორმის პროცესის დასრულება, ძველი პირადობის მოწმობების საკითხის მოგვარება, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების და სხვა კანონპროექტები.
საქართველოში 2024 წელს პენსიები გაიზრდება >>
თუ დეპუტატები პროექტების მიღებას დადგენილ ვადაში ვერ მოასწრებენ, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის შუამდგომლობით მოიწვევა რიგგარეშე სხდომები ან რიგგარეშე სესია წინასწარ დაგეგმილი დღის წესრიგით.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება და 2020 წლის მოწვევის პარლამენტის ბოლო საგაზაფხულო სესია იქნება.
უკვე 2024 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ახალ შემადგენლობას განსაზღვრავს.
ყველა ახალი ამბავი
0