ვოლოდინმა RT-ს გუნდსა და მის ხელმძღვანელს იუბილე მიულოცა

© photo: Sputnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2023
გამოწერა
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინმა „როსია სეგოდნიას“ თანამშრომლებსა და მის გენერალურ დირექტორ დმიტრი კისელიოვს მედიაჯგუფის 10 წლის იუბილემიულოცა.
„როსია სეგოდნია“ ობიექტურად აშუქებს ჩვენს ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ მიმდინარე მოვლენებს. ახალი ამბების ჟურნალისტიკის საუკეთესო სტანდარტებზე დაყრდნობით, ახალი ფორმატებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, იგი ხელს უწყობს მედიის განვითარებას“, — ნათქვამია სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის მილოცვაში.
ვოლოდინმა წარმატება უსურვა მედიაჯგუფის გუნდს და აღნიშნა, რომ ისინი „გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, ბიზნესისადმი კრეატიული და პასუხისმგებელი მიდგომით“.
საერთაშორისო მედიაჯგუფი „როსია სეგოდნია“ აერთიანებს რუსულენოვან საინფორმაციო რესურსებს: „რია ნოვოსტი“, „პრაიმი“, „ინოსმი“, „ბალტნიუსი“, „უკრაინა.რუ“, სოციალური ნავიგატორი, KOT და Arctic.ru. საზღვარგარეთ წარმოდგენილია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ით.
მედიაჯგუფის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია საინფორმაციო არხები რუსულ, ინგლისურ, ჩინურ, ესპანურ, არაბულ და სპარსულ ენებზე. „როსია სეგოდნია“ არის ინფორმაციული პროდუქტების უმსხვილესი რუსული მწარმოებელი, რომელიც საერთაშორისო აუდიტორიაზე, ბიზნესსაზოგადოებაზე, სამთავრობო უწყებებსა და მომხმარებელთა ფართო სპექტრზეა ორიენტირებული.
ყველა ახალი ამბავი
0