მიშუსტინმა RT-ს ათი წლის იუბილე მიულოცა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2023
გამოწერა
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ გუნდს 10 წლის იუბილე მიულოცა და უსურვა მათ „ახალი შემოქმედებითი იდეები, შემდგომი წარმატებები და გამარჯვებები, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მედიაჯგუფი „დამაჯერებლად იკავებს წამყვან პოზიციას და ადგენს მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტებს ქვეყნის მედიასივრცეში და მის ფარგლებს გარეთ“, ხოლო მისი საინფორმაციო რესურსები 24 საათის განმავლობაში „ათობით ენაზე აწვდიან მკითხველთა ფართო აუდიტორიასა და რადიოს მსმენელებს სანდო და ობიექტურ ინფორმაციას მთელი მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ“.
„როსია სეგოდნია“ არის რედაქტორების, პუბლიცისტების, მიმომხილველების, კორესპონდენტებისა და ოპერატორების პროფესიონალური გუნდი, რომელთა მასალებს ყოველდღიურად კითხულობს და უსმენს ასობით ათასი ადამიანი. თქვენს გადაცემებში სხვადასხვა აზრი ისმის და ეს ეხმარება აუდიტორიას, თვითონ გააკეთოს დასკვნები“, — აღნიშნა მიშუსტინმა.
მისი თქმით, მედიაჯგუფის მასშტაბურ პროექტებში ასზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი, მათ შორის სააგენტოები, ტელეარხები და უნივერსიტეტები, მონაწილეობენ.
„უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას გაძლევთ თქვენ, აწარმოოთ მაღალი ხარისხისა და მოთხოვნადი კონტენტი სხვადასხვა თანამედროვე ფორმატში – იქნება ეს სოციალური ქსელები თუ მობილური აპლიკაციები“, — აღნიშნა მიშუსტინმა.
საერთაშორისო მედიაჯგუფი „როსია სეგოდნია“ აერთიანებს რუსულენოვან საინფორმაციო რესურსებს: „რია ნოვოსტი“, „პრაიმი“, „ინოსმი“, „ბალტნიუსი“, „უკრაინა.რუ“, სოციალური ნავიგატორი, KOT და Arctic.ru. საზღვარგარეთ წარმოდგენილია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ით.
მედიაჯგუფის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია საინფორმაციო არხები რუსულ, ინგლისურ, ჩინურ, ესპანურ, არაბულ და სპარსულ ენებზე. „როსია სეგოდნია“ არის ინფორმაციული პროდუქტების უმსხვილესი რუსული მწარმოებელი, რომელიც საერთაშორისო აუდიტორიაზე, ბიზნესსაზოგადოებაზე, სამთავრობო უწყებებსა და მომხმარებელთა ფართო სპექტრზეა ორიენტირებული.
ყველა ახალი ამბავი
0