სერგე ლავროვმა RT-ს იუბილე მიულოცა

© photo: Sputnik / Grigori Sisoev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2023
გამოწერა
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „როსია სეგოდნიას“ გუნდსა და მის გენერალურ დირექტორ დიმიტრი კისელიოვს მედიაჯგუფის 10 წლის იუბილემიულოცა.
„მედიაჯგუფი სამართლიანად იკავებს წამყვან პოზიციას ადგილობრივ მედიას შორის. ის ადეკვატურად წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე, აქვეყნებს საინფორმაციო პროდუქტების ფართო სპექტრს 30 ენაზე და აქტიურად თანამშრომლობს 100-ზე მეტ უცხოელ პარტნიორთან", — ნათქვამია ლავროვის მისალოც წერილში.
მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ რუსულ მედიაზე უპრეცედენტო ზეწოლის ეპოქაში, „როსია სეგოდნიას“ გუნდი „აგრძელებს პატიოსანი ჟურნალისტიკის მაღალი პროფესიული სტანდარტების შენარჩუნებას“.
„ჩვენი კარგი, მეგობრული ურთიერთობები ფასდება სმოლენსკაიას მოედანზე. იმედი გვაქვს, რომ ის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება, რათა ეფექტური საინფორმაციო მხარდაჭერა გავუწიოთ რუსეთის საგარეო პოლიტიკის კურსს", — ხაზგასმით აღნიშნა ლავროვმა.
მან „როსიასეგოდნიას“ ყველა თანამშრომელს „ჯანმრთელობა, ახალი შემოქმედებითი წარმატებები და ყოველივე საუკეთესო“ უსურვა.
საერთაშორისო მედიაჯგუფი „როსია სეგოდნია“ აერთიანებს რუსულენოვან საინფორმაციო რესურსებს: „რია ნოვოსტი“, „პრაიმი“, „ინოსმი“, „ბალტნიუსი“, „უკრაინა.რუ“, სოციალური ნავიგატორი, KOT და Arctic.ru. საზღვარგარეთ წარმოდგენილია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ით.
მედიაჯგუფის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია საინფორმაციო არხები რუსულ, ინგლისურ, ჩინურ, ესპანურ, არაბულ და სპარსულ ენებზე. „როსია სეგოდნია“ არის ინფორმაციული პროდუქტების უმსხვილესი რუსული მწარმოებელი, რომელიც საერთაშორისო აუდიტორიაზე, ბიზნესსაზოგადოებაზე, სამთავრობო უწყებებსა და მომხმარებელთა ფართო სპექტრზეა ორიენტირებული.
ყველა ახალი ამბავი
0