https://sputnik-georgia.com/20231209/qveyana-romelic-sens-tavgadasavals-qmnis-sainformacio-kampania-284846589.html
ქვეყანა, რომელიც შენს თავგადასავალს ქმნის: საქართველოზე საინფორმაციო კამპანია დაიწყო
ქვეყანა, რომელიც შენს თავგადასავალს ქმნის: საქართველოზე საინფორმაციო კამპანია დაიწყო
Sputnik საქართველო
Expedia-სა და მის პარტნიორ ვებ-გვერდებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ინფორმაცია განთავსდება 09.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-09T20:35+0400
2023-12-09T20:35+0400
2023-12-09T20:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263809222_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_0fed8963a48156cc9b026bb40009d089.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების რეკლამა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ პლატფორმა Expedia-ზე განთავსდება, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური.საქართველოს ზამთრის ტურისტული სეზონის სლოგანია Expedia-ზე - „ქვეყანა, რომელიც შენს თავგადასავალს ქმნის“.Expedia-სა და მის პარტნიორ ვებ-გვერდებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების, ზამთრის კურორტების, ბუნების, სათავგადასავლო ტურიზმისა და სხვა ტურისტული პროდუქტებს შესახებ ინფორმაცია განთავსდება, მომზადება ციფრული ბანერები.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის სამიზნე ბაზრებია: აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი და არაბთან გაერთიანებული საამიროები.ქუთაისის აეროპორტმა 11 თვეში რეკორდული რაოდენობის მგზავრი გადაიყვანა >>Expedia Group – გლობალური ამერიკული კომპანიაა. ის მოიცავს ვებგვერდებს, რომლებიც ძირითადად მგზავრობის ორგანიზატორები არიან (Expedia.com, CarRentals.com, CheapTickets, HomeAway, Hotels.com, Hotwire.com, Orbitz, Travelocity, Trivago и Venere.com).კომპანიის მენეჯმენტის თქმით, სიტყვა Expedia ორი სიტყვის - დაზვერვა (ინგლ. EXPloring) და სიჩქარე (ინგლ. speED) - შერწყმაა. კომპანია 1996 წლის ოქტომბერში Microsoft-ის ქვედანაყოფის სახით შეიქმნა.Expedia-ს მთელ მსოფლიოში 68 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 200-ზე მეტი ელექტრონული დაჯავშნის ვებ-გვერდს აერთიანებს. Expedia მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის 3 მილიონი ტურისტული, განთავსების ობიექტის, უძრავი ქონების, 500-ზე მეტი ავიაკომპანიის, საკრუიზო და ავტო გაქირავების კომპანიის შესახებ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263809222_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_615ad1937801023d9718fff7fc0f48cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ქვეყანა, რომელიც შენს თავგადასავალს ქმნის: საქართველოზე საინფორმაციო კამპანია დაიწყო
Expedia-სა და მის პარტნიორ ვებ-გვერდებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ინფორმაცია განთავსდება
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების რეკლამა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ პლატფორმა Expedia-ზე განთავსდება, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური.
საქართველოს ზამთრის ტურისტული სეზონის სლოგანია Expedia-ზე - „ქვეყანა, რომელიც შენს თავგადასავალს ქმნის“.
Expedia-სა და მის პარტნიორ ვებ-გვერდებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების, ზამთრის კურორტების, ბუნების, სათავგადასავლო ტურიზმისა და სხვა ტურისტული პროდუქტებს შესახებ ინფორმაცია განთავსდება, მომზადება ციფრული ბანერები.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის სამიზნე ბაზრებია: აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი და არაბთან გაერთიანებული საამიროები.
Expedia Group – გლობალური ამერიკული კომპანიაა. ის მოიცავს ვებგვერდებს, რომლებიც ძირითადად მგზავრობის ორგანიზატორები არიან (Expedia.com, CarRentals.com, CheapTickets, HomeAway, Hotels.com, Hotwire.com, Orbitz, Travelocity, Trivago и Venere.com).
კომპანიის მენეჯმენტის თქმით, სიტყვა Expedia ორი სიტყვის - დაზვერვა (ინგლ. EXPloring) და სიჩქარე (ინგლ. speED) - შერწყმაა. კომპანია 1996 წლის ოქტომბერში Microsoft-ის ქვედანაყოფის სახით შეიქმნა.
Expedia-ს მთელ მსოფლიოში 68 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 200-ზე მეტი ელექტრონული დაჯავშნის ვებ-გვერდს აერთიანებს. Expedia მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის 3 მილიონი ტურისტული, განთავსების ობიექტის, უძრავი ქონების, 500-ზე მეტი ავიაკომპანიის, საკრუიზო და ავტო გაქირავების კომპანიის შესახებ.