პუტინმა მედიაჯგუფ RT-ს 10 წლის იუბილე მიულოცა

© photo: Sputnik / MikhailVoskresenski / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2023
გამოწერა
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო მედიაჯგუფ „რასია სეგოდნიას“ თანამშრომლებს 10 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ის „აერთიანებს ნიჭიერი პროფესიონალების დიდ, მჭიდრო გუნდს, რომლებიც სწრაფად და საიმედოდ“ აშუქებენ მოვლენებს ქვეყანასა და მსოფლიოში.
„სასიხარულოა, რომ ღირსეულად აგრძელებთ თქვენი წინამორბედების - ცნობილი ჟურნალისტების, კორესპონდენტების, რედაქტორების, მთარგმნელების, პუბლიცისტების შემოქმედებით ტრადიციებს. გულუხვად უზიარებთ თქვენს გამოცდილებასა და ცოდნას ახალგაზრდა თანამშრომლებს", — ნათქვამია მისალოც ტელეგრამაში.
რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ მედიაჯგუფი „კვლავაც მაღალ ნიშნულზე შეინარჩუნებს მუშაობის ხარისხსა და სამამულო და საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში ერთ-ერთ აღიარებული ლიდერის პოზიციას“.
საერთაშორისო მედიაჯგუფი „როსია სეგოდნია“ აერთიანებს რუსულენოვან საინფორმაციო რესურსებს: „რია ნოვოსტი“, „პრაიმი“, „ინოსმი“, „ბალტნიუსი“, „უკრაინა.რუ“, სოციალური ნავიგატორი, KOT და Arctic.ru. საზღვარგარეთ წარმოდგენილია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ით.
მედიაჯგუფის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია საინფორმაციო არხები რუსულ, ინგლისურ, ჩინურ, ესპანურ, არაბულ და სპარსულ ენებზე. „როსია სეგოდნია“ არის ინფორმაციული პროდუქტების უმსხვილესი რუსული მწარმოებელი, რომელიც საერთაშორისო აუდიტორიაზე, ბიზნესსაზოგადოებაზე, სამთავრობო უწყებებსა და მომხმარებელთა ფართო სპექტრზეა ორიენტირებული.
ყველა ახალი ამბავი
0