მოზარდის იძულების საქმე: „ევროპული საქართველოს“ წევრ ძაგნიძეს გირაო შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrei Starostinსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2023
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრ კობა ძაგნიძეს, რომელიც არასრულწლოვანი გოგონას მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ძაგნიძეს შეეფარდა 3 ათას ლარიანი გირაო, რომლის გადახდის შემდეგაც ის საპატიმროს დატოვებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ვანში მამაკაცმა 16 წლის გოგონას ავტომობილი გაუჩერა და სახლში წაყვანა შესთავაზა, უარის მიღების შემდეგ კი, აიძულა მანქანაში ჩამჯდარიყო და ტელეფონის ნომერი მიეცა.
ამის შემდეგ, კობა ძაგნიძე არასრულწლოვანს ურეკავდა და სოციალურ ქსელში კონტაქტსაც სთხოვდა. მოზარდმა პოლიციას თავად მიმართა, რის შემდეგაც, კობა ძაგნიძე დააკავეს.
ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.
ტელეკომპანიის ცნობით, კობა ძაგნიძე წარსულში ნასამართლევია. 2014 წელს ძაგნიძე ქრთამის აღების ფაქტზე იყო დაკავებული.
კობა ძაგნიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „ევროპულმა საქართველომაც“.
„ბრალდება მძიმეა, „ევროპული საქართველო" ერკვევა საქმის დეტალებში და ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედებს", - აღნიშნულია ევროპული საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0