ფულის გათეთრება: საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2023
გამოწერა
გამოძიების ინფორმაციით, ვიეტნამის მოქალაქემ და მისმა თანამზრახველმა უკანონო წარმომავლობის თანხებით საქართველოში ძვირადღირებული უძრავი ქონება შეიძინეს.
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვიეტნამის მოქალაქემ და მისმა თანამზრახველმა მათ ხელთ არსებული უკანონო წარმომავლობის თანხები ეტაპობრივად განათავსეს საქართველოში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშებზე, რის შემდეგაც თანხების ინვესტირება ძვირადღირებულ უძრავ ქონებებში მოახდინეს. კერძოდ, 2020-2021 წლების პერიოდში თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ორი საცხოვრებელი ბინა, ბათუმში - ასევე ორი საცხოვრებელი ბინა და სამი ავტოფარეხი, ხოლო ლანჩხუთში - მიწის ნაკვეთი შეიძინეს.
ამით ბრალდებულებმა მოახერხეს 1 მილიონამდე ლარის ეკვივალენტი უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ჩართვა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.
გამოძიების ეტაპზე ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ ამ უძრავ ქონებებს, რითაც მათ მისი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა არ მიეცათ.
„დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
დანაშაული სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
წყარო - პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0