არაგვის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliხიდი მდინარე არაგვზე
ხიდი მდინარე არაგვზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2023
გამოწერა
შეზღუდვა 15 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, არაგვის ხიდზე (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) ავტოტრანსპორტი ცალ სამოძრაო ზოლზე იმოძრავებს, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, შეზღუდვების დაწესება გზაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიდან გამომდინარე გახდა საჭირო.
„გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, გზის სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება, ხოლო ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ რეჟიმით ავტოტრანსპორტი მიმდინარე წლის 15 დეკემბრის ჩათვლით იმოძრავებს.
ყველა ახალი ამბავი
0