თავდაცვის სამინისტრომ წილკნის დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის მემორიალი გახსნა - ვიდეო

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
გამოწერა
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. დღეს წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ოფიციალურად გაიხსნა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
მემორიალი თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ გახსნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის მემორიალი წილკნის სკვერში დაიდგა.
როგორც ირკვევა, გმირულად დაღუპულ სამხედროს დასახლებაში სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სურვილი სიცოცხლეშივე ჰქონდა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მისი ეს სურვილი რამდენიმე წლის წინ განახორციელა. დღეს კი, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სკვერში მისი მემორიალი გაიხსნა.
ღონისძიებას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და წილკნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები დაესწრნენ.
ყველა ახალი ამბავი
0