ტურიზმის ადმინისტრაცია: საქართველოს გამაჯანსაღებელ ტურიზმს დიდი პოტენციალი აქვს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსაქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
გამოწერა
სპა და გამაჯანსაღებელი მოგზაურობის მიზნით ჩამოსული სტუმრები 130%-ით მეტს ხარჯავენ, ვიდრე ჩვეულებრივი მოგზაურები, განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს აქვს შესაძლებლობა მსოფლიოში განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს სპა და გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით, განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე „კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები“.
მაია ომიაძემ 2023 წლის 3 კვარტლის სტატისტიკური მონაცემები, საქართველოს ტურისტული პროდუქტები და კურორტები გააცნო და ისაუბრა ბორჯომის, წყალტუბოს, საირმისა და აბასთუმნის კურორტების პოტენციალის შესახებ.
„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე და ამომწურავი ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით აქვს შესაძლებლობა მსოფლიოში განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს სპა და გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით. როგორც იცით, რომ საქართველოს საუკუნეების მანძილზე, მე-12, მე-13 საუკუნეებიდან აქვს ისეთი გამაჯანსაღებელი კურორტი, როგორიცაა წყალტუბო“, - განაცხადა ომიაძემ.
მისი თქმით, სპა და გამაჯანსაღებელი მოგზაურობის მიზნით ჩამოსული სტუმრები 130%-ით მეტს ხარჯავენ, ვიდრე ჩვეულებრივი მოგზაურები.
„შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი მსოფლიოს რუკაზე განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს და მოგზაურებმა მრავალფეროვანი სერვისი მიიღონ“, - განაცხადა მაია ომიაძემ.
მაია ომიაძემ ისაუბრა საკომუნიკაციო სტრატეგიის შესახებ, რომელიც შემდეგი კომპონენტებისგან შედგება: ღვინო და გასტრონომია, ბუნება და თავგადასავლები, ხელოვნება და კულტურა, გამაჯანსაღებელი, სამედიცინო ტურიზმი და საქორწილო ტურიზმი.
ყველა ახალი ამბავი
0