თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
გამოწერა
დაკარგულის ოჯახის წევრები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ
თბილისი, 8 დეკემბერი— Sputnik. თბილისში მეორე დღეა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციას დაკარგულის და ავრცელებს, მისი თქმით, მამაკაცი სახლიდან 7 დეკემბრის საღამოს გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.
„ჩემო მეგობრებო, ჩემი ძმა გავიდა სახლიდან საღამოს 8-9 საათისთვის და დატოვა წერილი, 10-ის ნახევრიდან წყვეტს ყველანაირ კავშირს ახლობლებთან. თუ სადმე შენიშნავთ, ან დაგიკავშირდებათ მეგობრებს, ან რაიმე სახის ინფორმაციას გაიგებთ, გთხოვთ დამიკავშირდეთ“, - დაწერა ქეთი ლებანიძემ სოციალურ ქსელში.
ლებანიძე საზოგადოებას სთხოვს მისი ძმის შესახებ რაიმე ინფორმაციის გაგების შემთხვევაში დაუკავშირდნენ მას ტელეფონის ნომერზე: 592140809.
ყველა ახალი ამბავი
0