https://sputnik-georgia.com/20231208/tbilisis-meriis-gancxadeba-284836269.html
მორიგი დეზინფორმაცია: თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
მორიგი დეზინფორმაცია: თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. „თბილისის განვითარების ფონდს“ გამრეკელის ქუჩაზე ჩასატარებელი სამუშაოებისთვის „ბიქეი კონსტრაქშენისთვის“ სამუშაოების წარმოების... 08.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-08T22:40+0400
2023-12-08T22:40+0400
2023-12-08T22:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/01/234870138_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_1261a25c369a5ec5d9bf90cde205a698.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. „თბილისის განვითარების ფონდს“ გამრეკელის ქუჩაზე ჩასატარებელი სამუშაოებისთვის „ბიქეი კონსტრაქშენისთვის“ სამუშაოების წარმოების უფლება უკონკურენტოდ არ მიუცია, აცხადებს თბილისის მერია, რითაც ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება.უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის დაანონსებისთანავე, თბილისის ვიცე-მერმა ბაზარზე არსებული ყველა წამყვანი დეველოპერული და სამშენებლო კომპანია მოიწვია და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. თუმცა მისით მხოლოდ ერთი კომპანია, „ბიქეი კონსტრაქშენსი“ დაინტერესდა.როგორც აღინიშნება, მანამდე თბილისის მერმა, კახა კალაძემ, არაერთხელ მოუწოდა სამშენებლო სექტორს, ეაქტიურათ, ჩართულიყვნენ ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროექტში.უწყება მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ მაყურებელს და ნუ ეცდებიან დეზინფორმაციის გავრცელების გზით შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/01/234870138_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_87203398abf46037f8612f22f0d3f838.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
მორიგი დეზინფორმაცია: თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. „თბილისის განვითარების ფონდს“ გამრეკელის ქუჩაზე ჩასატარებელი სამუშაოებისთვის „ბიქეი კონსტრაქშენისთვის“ სამუშაოების წარმოების უფლება უკონკურენტოდ არ მიუცია, აცხადებს თბილისის მერია, რითაც ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერის კორუფციული გარიგების წყალობით, „თბილისის განვითარების ფონდმა“ გამრეკელის ქუჩაზე სამუშაოების წარმოების უფლება კომპანია „ბიქეი კონსტრაქშენს“ უკონკურენტოდ მისცა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მორიგი სიცრუე და დეზინფორმაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის დაანონსებისთანავე, თბილისის ვიცე-მერმა ბაზარზე არსებული ყველა წამყვანი დეველოპერული და სამშენებლო კომპანია მოიწვია და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. თუმცა მისით მხოლოდ ერთი კომპანია, „ბიქეი კონსტრაქშენსი“ დაინტერესდა.
„კონკრეტულად გამრეკელის ქუჩაზე, ავარიული კორპუსის ჩანაცვლების მიზნით გამოცხადებულ ტენდერი პირველ ჯერზე ჩავარდა და მხოლოდ მეორედ გამოცხადების შემდეგ გამოჩნდა მონაწილე. აღნიშნული ტენდერებით, სამწუხაროდ, არცერთი სხვა სამშენებლო კომპანია არ დაინტერესებულა, ვინაიდან ეს პროექტები არის ძალიან ეკონომიკური, ხარჯეფექტური და დეველოპერებს არ რჩებათ დიდი მოგება“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც აღინიშნება, მანამდე თბილისის მერმა, კახა კალაძემ, არაერთხელ მოუწოდა სამშენებლო სექტორს, ეაქტიურათ, ჩართულიყვნენ ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროექტში.
უწყება მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ მაყურებელს და ნუ ეცდებიან დეზინფორმაციის გავრცელების გზით შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება.