https://sputnik-georgia.com/20231208/tbilisis-aeroporti-reisebs-ver-irebs-284830304.html
თბილისის აეროპორტმა რეისები ვერ მიიღო - შეფერხებები გრძელდება
თბილისის აეროპორტმა რეისები ვერ მიიღო - შეფერხებები გრძელდება
Sputnik საქართველო
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უამინდობა კვირის ბოლომდე გასტანს 08.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-08T18:43+0400
2023-12-08T18:43+0400
2023-12-08T18:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0a/283147834_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_65ad42c3a40b0817ba292bfd6bf6979e.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, რამდენიმე თვითმფრინავი ვერ დაჯდა, ისინი სათადარიგო აეროპორტებში გაფრინდნენ. ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.არსებული ცნობით, უამინდობის გამო ვერ შესრულდა „კატარის ავიახაზების“ რეისი დოჰა-თბილისი - თვითმფრინავი ერევანში დაჯდა, „ჯაზირას“ ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ქუვეითი-თბილისის რეისს ასრულებდა, ასევე ერევანში გაფრინდა, ხოლო ავიაკომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავი, რეისით მოსკოვი-თბილისი, ქუთაისში დაჯდა. თბილისში დღევანდელი რეისები გააუქმეს „პეგასუსმა“ და „თურქეთის ავიხაზებმა“, ორივე მათგანი სტამბოლიდან თბილისში უნდა გამოფრენილიყო. „ამ ეტაპზე 02:00 საათამდე ნავარაუდევია ხილვადობა 350 მეტრი, რაც არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. ამის გამო ავიაკომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას, დაჯდომა განახორციელონ სათადარიგო აეროპორტებში“, – აცხადებენ თბილისის აეროპორტში.სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 9 დეკემბერამდე ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება და ნისლია მოსალოდნელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0a/283147834_160:0:1120:720_1920x0_80_0_0_81d71457313f2be701477af5df7d51c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში
თბილისის აეროპორტმა რეისები ვერ მიიღო - შეფერხებები გრძელდება
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უამინდობა კვირის ბოლომდე გასტანს
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, რამდენიმე თვითმფრინავი ვერ დაჯდა, ისინი სათადარიგო აეროპორტებში გაფრინდნენ. ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
არსებული ცნობით, უამინდობის გამო ვერ შესრულდა „კატარის ავიახაზების“ რეისი დოჰა-თბილისი - თვითმფრინავი ერევანში დაჯდა, „ჯაზირას“ ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ქუვეითი-თბილისის რეისს ასრულებდა, ასევე ერევანში გაფრინდა, ხოლო ავიაკომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავი, რეისით მოსკოვი-თბილისი, ქუთაისში დაჯდა.
თბილისში დღევანდელი რეისები გააუქმეს „პეგასუსმა“ და „თურქეთის ავიხაზებმა“, ორივე მათგანი სტამბოლიდან თბილისში უნდა გამოფრენილიყო.
„ამ ეტაპზე 02:00 საათამდე ნავარაუდევია ხილვადობა 350 მეტრი, რაც არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. ამის გამო ავიაკომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას, დაჯდომა განახორციელონ სათადარიგო აეროპორტებში“, – აცხადებენ თბილისის აეროპორტში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 9 დეკემბერამდე ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება და ნისლია მოსალოდნელი.