„სიყვარულმა ლამაზი ნივთების გაკეთება შემაძლებინა“

© photo: courtesy of Tamuna Ziraqashviliთამუნა ზირაქიშვილი
თამუნა ზირაქიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
გამოწერა
თამუნა ზირაქიშვილის შემთხვევაში ყველაფერი ბავშვობის გატაცებიდან დაიწყო.
„იმედია, ჩემი ნივთებით ადამიანებს დღევანდელ ყოფას ცოტათი მაინც ვულამაზებ“- გვითხრა თამუნა ზირაქიშვილმა. უკვე წლებია ტყავზე მუშაობს და მისი ბრენდი Tamara,s line მომხმარებლებს ორიგინალურ ჩანთებს, საფულეებს, სამკაულებს და სხვადასხვა აქსესუარებს სთავაზობს. სამედიცინო განათლების მიღების მერე ხელოვნების აკადემიაში ისწავლა.
© photo: courtesy of Tamuna Ziraqashviliთამუნა ზირაქიშვილი
თამუნა ზირაქიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
თამუნა ზირაქიშვილი
- თამუნა, შემოქმედებითი ადამიანი ხართ და სამედიცინო განათლების მიღება რატომ გადაწყვიტეთ?
- სამედიცინო განათლება რომ მიმეღო, ეს უფრო მშობლების სურვილი იყო, სამკურნალო ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ბოლოს მაინც ჩემს მოწოდებას მივუბრუნდი და თანამედროვე ხელოვნების აკადემიაში ტანსაცმლისა და აქსესუარების ფაკულტეტი დავამთავრე. სწავლის პერიოდში ახალი დაოჯახებული ვიყავი და სამწუხაროდ, მაშინ გამოფენებში მონაწილეობა ვერ მივიღე.
© photo: courtesy of Tamuna Ziraqashviliთამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი
თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი
- ტანსაცმლის მოდელების შექმნა როდის გადავწყვიტეთ?
- როცა აკადემიაში ესკიზებს ვხატავდი და სტილზე ვმუშაობდი, პროფესიულ დონეზე ტანსაცმლის შექმნაც სწორედ მაშინ დავიწყე. განსაკუთრებით საქორწინო კაბებით ვიყავი გატაცებული და ეს საქმე საკმაოდ კარგად გამომდიდა. საერთოდ ხელსაქმით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული. დიდ დროს ვუთმობდი ხატვას და თოჯინების სტილის შეცვლას. ჩემი პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარიც კარგად მახსოვს, ეს იყო ლამაზად მოქარგული ყვავილი, რომლითაც ყველა გავაოცე.
© photo: courtesy of Tamuna Ziraqashviliთამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი
თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი
- ქარგვა და ქსოვა ვინ გასწავლათ?
- ორივე ბებიამ მასწავლა. საოცრად თბილი ადამიანი იყო და პირველად ჩხირების ხელში დაჭერა და თვლების ამოყვანა მისგან ვისწავლე. მერე ვთხოვდი, რომ ჩემთვის ორნამენტები ესწავლებინა, მაგრამ მეუბნებოდა, შენთვის ადრეა, ჯერ პატარა ხარო. მაშინ დაახლოებით ცხრა წლის ვიყავი. დანარჩენი უკვე თვითონ ვისწავლე. კერვაც ვცადე, მაგრამ სანამ სრულყოფილად არ შევისწავლე სპეციალისტთან, ისეთი არ გამომდიოდა, როგორიც ჩანაფიქრში მქონდა.
© photo: courtesy of Tamuna Ziraqashviliთამუნა ზირაქიშვილი
თამუნა ზირაქიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
თამუნა ზირაქიშვილი
- თქვენი საქმინობა ტყავის აქსესუარებით დაიწყეთ?
- დიახ, რადგან ნატურალური ტყავისგან შექმნილი განსხვავებული ჩანთები ძალიან მომწონდა. ამ სიყვარულმა ლამაზი ნივთების გაკეთება შემაძლებინა. ტყავზე მუშაობა საკმაოდ ძნელი და ხანგრძლივი პროცესია, რადგან ყველა პროცედურას მხოლოდ ხელით ვაკეთებ. ჯერ ვხაზავ თარგს და მერე მის მიხედვით ვჭრი ტყავს, რომელსაც ვამუშავებ, ბოლოს მოხატვას ვიწყებ. ტყავის მოხატვას ვაკეთებ კვეთით, რაც რთულია, მაგრამ როცა შედეგს ვხედავ, სირთულე მავიწყდება და ბედნიერებას განვიცდი.
© photo: courtesy of Tamuna Ziraqashviliთამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი
თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი
- ისე გიცნობენ როგორც პოზიტიურ ადამიანს, ეს ფაქტორი რამდენად გეხმარებათ საქმიანობის დროს?
- საერთოდ პოზიტიური ადამიანი ვარ და ყველაფერს ლამაზად აღვიქვამ. მიყვარს ადამიანები, ცხოველები, ბუნება და, საერთოდ, სამყარო. არ მიყვარს, როცა ვინმეს ჩაგრავენ და სხვების ცუდად ყოფნას მართლა განვიცდი. შესაძლებლობა რომ მქონდეს, ყველას დავეხმარებოდი.
© photo: courtesy of Tamuna Ziraqashviliთამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი
თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
თამუნა ზირაქიშვილის ნამუშევარი
- მომხმარებლებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- მახარებს ის ამბავი, რომ ჩემი მომხმარებლებიდან ბევრს დავუმეგობრდი. უკვე ვიცი მათი გემოვნება და ეს ფაქტი ურთიერთობას მიადვილებს. ძალიან ბევრი „შეკვეთა“ მაქვს ოჯახის წევრებისგანაც, საერთოდ, გარშემო ყველა ჩემ გაკეთებულ აქსესუარს ატარებს.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0