როდის გამოყოფს ორგანიზმი შხამს და როდის – მაცოცხლებელ სითხეს: ჩინური ტრადიციული მედიცინა

  - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
გამოწერა
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ტრადიციული ჩინური მედიცინის თეორია ირწმუნება, რომ ადამიანის სხეულში მიმდინარე პროცესები გარე სამყაროსთან არის კავშირში.
რჩევები, რომლებსაც ქვემოთ გთავაზობთ, სწორედ ათასწლოვან ჩინურ მედიცინას ემყარება. დრომ აჩვენა, რომ ეს მეთოდები ადამიანს სიცოხლეს უხანგრძლივებს.
ტრადიციული ჩინური მედიცინის უპირველესი რჩევაა, გაიღიმოთ გულწრფელად — ეს ყველა დაავადების პროფილაქტიკაა.
ირკვევა, რომ როცა რაიმეზე დარდობთ, გაბრაზებული ხართ, თავს დათრგუნულად გრძნობთ, ტირით ან ნერვიულობთ, თქვენი ორგანოები შხამს გამოყოფს. ხოლო როცა იღიმით და ბედნიერი ხართ, ორგანიზმი თაფლის მსგავს, მაცოცხლებელ სითხეს გამოიმუშავებს.
ამიტომ, როცა დაღლილი ხართ, თავი გტკივათ, წნევა გაწუხებთ თუ სხვა რამ, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ — ეს ისაა, რომ... არაფერი გააკეთოთ! უბრალოდ,არ მისცეთ საშუალება პრობლემას (რასაც უნდა უკავშირდებოდეს), რომ აგიყოლიოთ და ჩაგითრიოთ. მხოლოდ გაიღიმეთ, მოდუნდით და შეუშვით გულში სიყვარული.
ჩინური ტრადიციული მედიცინა გირჩევთ:
გულდასმით შეარჩიეთ სიტყვები, რა თქვათ, როდის და როგორ. დროულად წარმოთქმული სიტყვა ძვირად ფასობს, ხოლო დუმილი ინარჩუნებს ცის, ანუ ბუნებრივ ენერგიას, რომელიც აღავსებს სამყაროს.
ნაკლები იფიქრეთ წარსულზეც და მომავალზეც, რადგან სწორედ ისინია შფოთვისა და ღელვის წყარო და სტრესის საფუძველი.
თუ დაიცავთ ცნობილ წესს – „გქონდეს თავი სიგრილეში, ფეხები – სითბოში“, მაშინ შეძლებთ აირიდოთ ჭარბი ენერგიის დაგროვება თავში, რის გამოც მარტო დისკომფორტს კი არ იგრძნობთ, არამედ შესაძლოა ავადაც კი გახდეთ. მაგალითად, აგიწიოთ წნევამ. ამიტომ ხშირად იზილეთ და დაითბილეთ ტერფები, რითიც გულის შეტევასაც კი აიცილებთ თავიდან.
კისერში თავთან დამაკავშირებელი არაერთი სისხლძარღვი და ნერვი გადის. ამიტომ მასაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ეცადეთ, რომ არ დაგეძაბოთ და გაგიცივდეთ.
ჩინელი ექიმების თქმით, ჯანმრთელობის თავი და თავი – ზომიერების დაცვაა. მათი თქმით:
ზედმეტად ბევრი სიარული ვნებს მყესებს;
ზედმეტი ჯდომა ვნებს კუნთებს;
ზედმეტად დიდხანს დგომა ვნებს ძვლებს;
ზედმეტად ხანგრძლივი წოლა ვნებს სასიცოცხლო ენერგიას;
ზედმეტად ხანგრძლივი ჭვრეტა/მედიტაცია ვნებს სისხლს;
მრისხანება, ნაღველი, სინანული და მელანქოლია ისევე მავნებელია, როგორც ძლიერი სიხარული თუ კმაყოფილება;
ზედმეტი წუხილი მავნებელია;
სექსუალური ურთერთობებისგან თავის შეკავება მავნებელია;
მღელვარება მავნებელია...

მოკლედ რომ ვთქვათ, მავნებელია ზომიერებაზე უარის თქმა!!!

ტრადიციული ჩინური მედიცინის კიდევ ერთი რჩევაა – ყურადღება მიაქციოთ წელიწადის ოთხივე დროს.
გაითვალისწინეთ:
ზამთარში: ფეხები სითბოში გქონდეთ, თავი — სიგრილეში;
გაზაფხულსა და შემოდგომაზე ფეხებმაც და თავმაც სიგრილე უნდა იგრძნოს;
გაზაფხულსა და ზაფხულში დაწექით თავით აღმოსავლეთისკენ, ხოლო შემოდგომასა და ზამთარში — დასავლეთისკენ. იძინეთ გვერდზე მწოლარემ, მუხლებში ფეხებმოხრილმა. ასე თქვენი სასიცოცხლო ენერგიის მარაგი აივსება;
ზაფხულსა და შემოდგომაზე დაიძინეთ ადრე და გაიღვიძეთ ასევე ადრე;
ზამთარში — დაწექით ადრე და ადექით გვიან;
გაზაფხულზე დაწექით დასაძინებლად დაბნელებამდე და ადექით რიჟრაჟზე.
დაბოლოს: გაიხეხეთ კბილები და გამოივლეთ პირში წყალი დღის განმავლობაში შვიდჯერ. ეს გაგიხანგრძლივებთ სიცოცხლეს, გაგიმაგრებთ კბილებს, ძვლებს, კუნთებს, ფრჩხილებსა და თმებს.
ყველა ახალი ამბავი
0