„შავი ლომი" „ჩელენჯ თასის" გათამაშებაში თბილისში ინგლისურ „გლოსტერს" დაუპირისპირდება

© Black Lionრაგბის მატჩი
რაგბის მატჩი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
გამოწერა
მაისაშვილის თქმით, „შავ ლომს" ამ დონის გუნდებთან ჯერ არ უთამაშია.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი" ინგლისურ „გლოსტერს" შეხვდება „ჩელენჯ თასის" გათამაშებაში. რაგბის მატჩი თბილისში 9 დეკემბერს გაიმართება.
ქართული გუნდი ტურნირში პირველად იღებს მონაწილეობას და სპეციალური მოსაწვევი ორგანიზატორებისგან მიიღო. „ჩელენჯ თასში" მონაწილეობენ გუნდები სამი ჩემპიონატიდან: პრემიერ-ლიგა, „პრო14" (ირლანდიის, შოტლანდიის, უელსის, იტალიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გუნდები) და „ტოპ14" (საფრანგეთის ჩემპიონატი).
გუნდი ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით, „გლოსტერის" გარდა, შეხვდება „კლერმონს" (საფრანგეთი), „კასტრს" (საფრანგეთი), „ედინბურგსა" (შოტლანდია) და „სკარლეტსს" (უელსი).
მაისაშვილის თქმით, „შავი ლომი" ამ დონის გუნდებს ჯერ არ დაპირისპირებია.
„მოწინააღმდეგე პრემიერშიფის წარმომადგენელია, მისი და სუპერთასზე მონაწილე გუნდებს შორის განსხვავება ცა და დედამიწაა. აქ შეცდომა უფრო ძვირად ფასობს და დიდი მნიშვნელობა ექნება დისციპლინას, ბალანსს შეტევასა და დაცვას შორის. „ჩელენჯ თასში" ჩართვა ქართული რაგბის დიდი დაფასებაა და მნიშვნელოვანია ღირსეულად წარვდგეთ", - განაცხადა მაისაშვილმა.
როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ქართველი მორაგბეებისთვის ეს არის შანსი, ითამაშონ ვარსკვლავების წინააღმდეგ და აჩვენონ თავიანთი შესაძლებლობები.
„თუ ვინმესთვის რაგბი მნიშვნელოვანია, ის 9 დეკემბერს აუცილებლად უნდა მოვიდეს და უქომაგოს „შავ ლომს", - განაცხადა მაისაშვილმა.
მატჩი „შავ ლომსა" და „გლოსტერს" შორის შაბათს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.
დეკემბერში „შავმა ლომმა" ესპანური „იბერიენსი" 41:0 ანგარიშით გაანადგურა და ზედიზედ მესამედ ევროპის სუპერთასის ფინალში გავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0