მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

© photo: Sputnik / POOL / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
გამოწერა
საპრეზიდენტო არჩევნები არჩევნები სამ დღეს - 15 მარტიდან 17 მარტამდე - გაგრძელდება
თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2024 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდა, ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლში გამართული სამხედროების დაჯილდოების ცერემონიის მონაწილეებმა განუცხადეს.
პუტინს შესაბამისი თხოვნით დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა არტემ ჟოგამ მიმართა და რუსეთის პრეზიდენტმა თანხმობით უპასუხა, განაცხადეს მონაწილეებმა.
ხუთშაბათს, 7 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა.
თავის მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ელა პამფილოვამ განაცხადა, რომ არჩევნები სამ დღეს - 15 მარტიდან 17 მარტამდე - გაგრძელდება.
ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ოთხჯერ აირჩიეს - 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში. რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, მან 2024 წელს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლება მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0