მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პოლიტოლოგი: რუსეთმა დიპლომატიური გარღვევა მოახდინა და აშშ-ის გავლენა შეამცირა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousovკრემლი
კრემლი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
გამოწერა
პოლიტოლოგის თქმით, პუტინის „ელვისებური“ ვიზიტს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგები აქვს.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბოლოდროინდელმა ვიზიტმა საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხელი შეუწყო აშშ-ის გავლენების შემცირებას რეგიონში - ამით რუსეთმა დიპლომატიური გარღვევა მოახდინა, განაცხადა ჩინელმა პოლიტოლოგმა ჩჟაო ლუნმა პორტალ Kankan News-თან ინტერვიუში.
„პუტინის დაგეგმილ „ელვისებურ“ ვიზიტს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგები და პრაქტიკული ღირებულება აქვს. ეს შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის მცდელობად გაარღვიოს დიპლომატიური გზა და დაამყაროს თავისი ეკონომიკური სტაბილურობა", - პოლიტილოგის სიტყვებს ციტირებს გამოცემა Известия.
ჩჟაო ლუნმა რუსეთის ლიდერის მოგზაურობის პოლიტიკურ ქვეტექსტზე გაამახვილა ყურადღება. ანალიტიკოსის აზრით, პუტინის წარმატებული ვიზიტი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომლებიც ასევე მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებენ შეერთებულ შტატებთან, ხაზს უსვამს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების შეზღუდვას. დასასრულს, ლუნმა აღნიშნა, რომ სანამ ამერიკული დახმარება კიევისთვის იწურება, მოსკოვი დიპლომატიურ გარღვევას ახდენს.
ყველა ახალი ამბავი
0