მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კიანუ რივზის სახლი გაქურდეს: პოლიციამ გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / VALERIE MACON
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
გამოწერა
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. სათხილამურო ნიღბებით სახედაფარულმა მძარცველებმა ლოს-ანჯელესში მსახიობ კიანუ რივზის სახლში შეაღწიეს და იქიდან ცეცხლსასროლი იარაღის წაღება მოახერხეს, იტყობინება პორტალი TMZ სამართალდამცავ წყაროებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ლოს-ანჯელესის პოლიციაში ანონიმმა დარეკა და შეატყობინა, რომ კინოვარსკვლავის სახლში საეჭვო მოძრაობა შენიშნა. მაგრამ ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა იქ ვერავინ იპოვეს.
რამდენიმე საათის შემდეგ სახლში სიგნალიზაცია ჩაირთო და პოლიცია კვლავ მივიდა რივზის სახლში. ამჯერად მათ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ნახეს, რომ სათხილამურო ნიღბიანმა რამდენიმე მამაკაცმა ფანჯარაჩაამტვრია და მსახიობის სახლში შეაღწია. უცნობმა პირებმა იქიდან ცეცხლსასროლი იარაღი მოიპარეს და მიიმალნენ.
აღინიშნება, რომ კიანუ რივზი ძარცვის დროს სახლში არ იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია, მოიპარეს თუ არა მძარცველებმა რამე იარაღის გარდა.
ამ დროისათვის პოლიცია არკვევს, იყო თუ არა პირველი ანონიმური ზარი პოლიციაში თავად ქურდების მიერ განხორციელებული, რათა დაედგინათ, რამდენად შესაძლებელი იყო კიანუ რივზის სახლში შეღწევა.
წყარო: TMZ
ყველა ახალი ამბავი
0