იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხეტყის ჭრა
ხეტყის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
გამოწერა
არ არის გამორიცხული, რომ უკანონო საამქროს მფლობელს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ნუნისთან ტყეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დალუქეს.
„საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი), ასევე 4 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი", - ნათქვამია განცხადებაში.
ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტებია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხე-ტყის სტაბილური მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია დასავლეთ საქართველოს ტყეები. ზღვის დონიდან 1000-1200 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ტყეებში ფართოფოთლოვანი ჯიშები დომინირებს – მუხა, რცხილა, წაბლი, ნეკერჩხალი, წიფელი და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0