მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშისიგარეტი
სიგარეტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
გამოწერა
კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ და ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.
თბილისი, 8 დეკემბერი— Sputnik. ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „სარფი" და „ნინოწმინდა" დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგისა და მათი ავტომანქანების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 58.996 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და 1,5 კილო თამბაქო აღმოაჩინეს.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა, 1 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო სამ კანონდამრღვევ მოქალაქეს, ვინაიდან ქმედება იყო განმეორებითი, თითოეულს, ფულადი ჯარიმა 3 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0