წინასაახალწლოდ და ახალი წლის დღეებში თბილისში ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

© photo: Sputnik / Stringerრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში წინასაახალწლო მზადება უკვე მიმდინარეობს.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. წინასაახალწლო პერიოდში და ახალი წლის დღეებში ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი 16 დეკემბერს გაიხსნება.
საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 8 დეკემბრის 23:00 საათიდან 10 დეკემბრის 23:00 საათამდე პერიოდში გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე - ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე ავტომობილთა გადაადგილება შეიზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში, გია ჭანტურიას ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ იტალიის ქუჩის მიმართულებით.
რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება 10 დეკემბრის 23:00 საათიდან 2024 წლის 10 იანვრის 23:00 საათამდე პერიოდში მშრალი ხიდის, იტალიის ქუჩისა და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე -ათონელის ქუჩიდან ორბელიანის შესახვევის N13-მდე.
ერთი თვის მანძილზე ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით შეძლებენ.
ზვიად გამსახურდიას სანაპიროდან სოლიკო ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ათონელის ქუჩამდე იმოძრავებენ, ხოლო შემდეგ მარჯვნივ მოხვევით, გადაადგილებას ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით შეძლებენ.
საქართველოს დედაქალაქში წინასაახალწლო მზადება უკვე მიმდინარეობს. მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციებს ამონტაჟებს.
რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვისხე და დედაქალაქში არსებული ყველა ილუმინაცია 15 დეკემბერს ჩაირთვება. ახალი წლის ღამეს კი პირველი პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ სცენაზე გაიმართება გალა-კონცერტი.
ყველა ახალი ამბავი
0