იარაღის წარმოება უკრაინაში: ზახაროვამ აშშ-ის გეგმებზე კომენტარი გააკეთა

  - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2023
გამოწერა
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის გეგმები უკრაინაში ჭურვების წარმოებასთან დაკავშირებით, შესაძლოა სენატში წარუმატებლობის დაბალანსების მცდელობა იყოს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა კიევის დახმარების კანონპროექტს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„დღეს დილით მთხოვეს კომენტარის გაკეთება ინფორმაციაზე, რომ შტატები უკრაინის ტერიტორიაზე ჭურვების წარმოებას დაიწყებენ, რითაც უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს განავითარებენ. გასაგებია, რომ ეს არის სენატში მარცხის დაბალანსების მცდელობა“, — თქვა მან.
მანამდე პენტაგონის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატებისა და უკრაინის წარმომადგენლებმა 6 დეკემბერს ხელი მოაწერეს განზრახვის შესახებ განცხადებას, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღის წარმოებას, ტექნიკური მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ასევე ცნობილი გახდა, რომ კანონპროექტი, რომელიც უკრაინასა და ისრაელს მილიარდობით დოლარის ახალ სამხედრო დახმარებას გაუწევდა, აშშ-ის სენატში დაბლოკეს. არსებული ცნობით, 110 მლრდ დოლარის დახმარების პაკეტის მიღებას 49 სენატორმა დაუჭირა მხარი, 51-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონპროექტის მისაღებად კი 60 ხმა იყო საჭირო.
ყველა ახალი ამბავი
0