თოვლმა გზებზე პრობლემები შექმნა - სად მოქმედებს შეზღუდვები

© photo: Sputnik / Stringerთოვლიანი გზა
თოვლიანი გზა - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2023
გამოწერა
9 დეკემბრის ჩათვლით ქვეყნის ტერიტორიაზე ძირითადად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე უამინდობის გამო შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, კორშა-შატილის მონაკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 53-106-ე კმ) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად კი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდა.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო თოვლის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
ყველა ახალი ამბავი
0