ვანში არასრულწლოვანი გოგონას იძულების საქმეზე პოლიტიკური პარტიის წევრი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2023
გამოწერა
მამაკაცმა 16 წლის გოგონას ავტომობილი გაუჩერა და სახლში წაყვანა შესთავაზა, უარის მიღების შემდეგ კი, აიძულა მანქანაში ჩამჯდარიყო.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. ვანში პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი კობა ძაგნიძე არასრულწლოვანი გოგონას მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა 16 წლის გოგონას ავტომობილი გაუჩერა და სახლში წაყვანა შესთავაზა, უარის მიღების შემდეგ კი, აიძულა მანქანაში ჩამჯდარიყო და ტელეფონის ნომერი მიეცა.
ამის შემდეგ, კობა ძაგნიძე არასრულწლოვანს ურეკავდა და სოციალურ ქსელში კონტაქტსაც სთხოვდა. მოზარდმა პოლიციას თავად მიმართა, რის შემდეგაც, კობა ძაგნიძე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.
ტელეკომპანიის ცნობით, კობა ძაგნიძე წარსულში ნასამართლევია. 2014 წელს ძაგნიძე ქრთამის აღების ფაქტზე იყო დაკავებული.
კობა ძაგნიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „ევროპულმა საქართველომაც“.
„ბრალდება მძიმეა, „ევროპული საქართველო" ერკვევა საქმის დეტალებში და ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედებს", - აღნიშნულია ევროპული საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0