მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების პაკეტი დაბლოკა

© AP Photo / Susan Walsh
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2023
გამოწერა
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. კანონპროექტი, რომელიც უკრაინასა და ისრაელს მილიარდობით დოლარის ახალ სამხედრო დახმარებას გაუწევდა, აშშ-ის სენატში დაბლოკეს, იუწყება The Washington Post.
გავრცელებული ინფორმაციით, 110 მლრდ დოლარის დახმარების პაკეტის მიღებას 49 სენატორმა დაუჭირა მხარი, 51-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონპროექტის მისაღებად კი 60 ხმა იყო საჭირო.
როგორც ირკვევა, კანონპროექტს მხარი არცერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა არ დაუჭირა. რესპუბლიკელების თქმით, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი მექსიკასთან საზღვარზე იმიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების საკითხია.
იმ შემთხვევაში, თუ სენატი კანონპროექტს დაამტკიცებდა, ის წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნებოდა კენჭისყრისთვის. ჩვეულებრივ, კანონპროექტებს ჯერ ქვედა, შემდეგ კი ზედა პალატა განიხილავს, მაგრამ სენატსაც შეუძლია მიიღოს საკუთარი ინიციატივა, და ასეთ შემთხვევაში თანმიმდევრობის წესი იცვლება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 106 მლრდ დოლარიანი ხარჯების პაკეტი, რომელიც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, ოქტომბერში წარმოადგინა. პაკეტი უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის, ისრაელისთვის კი 14 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების, ასევე ამ კონფლიქტების ფარგლებში 9 მლრდ-იანი ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, 2 მილიარდი დოლარი მოკავშირეების დასახმარებლად უნდა გამოყოფილიყო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, 14 მილიარდი დოლარი კი — აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ამ პაკეტის ფარგლებში აშშ-ის ადმინისტრაცია ასევე ვარაუდობდა საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობისა და პატრულების რაოდენობის გაზრდას არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
წყარო: The Washington Post
ყველა ახალი ამბავი
0