https://sputnik-georgia.com/20231207/saqartvelos-tasisi-gamarjvebuli-tbilisis-saburtalo-gaxda-284768681.html
საქართველოს თასის გამარჯვებული თბილისის „საბურთალო“ გახდა
საქართველოს თასის გამარჯვებული თბილისის „საბურთალო“ გახდა
Sputnik საქართველო
გამარჯვების ბურთი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შესულმა ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა 07.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-07T16:35+0400
2023-12-07T16:35+0400
2023-12-07T16:35+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249025902_0:16:1000:579_1920x0_80_0_0_41a4942b40dbd620d2c8b0bcf627cd85.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება „საბურთალოს“ გამარჯვებით დასრულდა - ფინალში თბილისის გუნდმა „დინამო ბათუმი“ 1:0 დაამარცხა.„საბურთალოს" გუნდი თასის მფლობელი მესამედ გახდა - 2019, 2021 და 2023 წლებში.მთელი მატჩის განმავლობაში ორივე გუნდს ჰქონდა რამდენიმე რეალური შანსი თამაშში ანგარიშის გახსნისა, მაგრამ უშედეგოდ. ერთადერთი გოლი მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე საჯარიმო დარტყმის შემდეგ „საბურთალოს" 33 წლის თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ (90+2) გაიტანა.7 ნოემბერს თასის ნახევარფინალში ბათუმის „დინამომ" კოლხეთი ანგარიშით 3:1 დაამარცხა. გუნდი ფინალში მეექვსედ გავიდა (1993, 1995, 1996, 1997, 1998), მაგრამ თასი მხოლოდ 1998 წელს მოიპოვა.მეორე ნახევარფინალში „საბურთალომ" წყალტუბოს „სამგურალს" ანგარიშით 2:1 მოუგო და ტიტულისთვის მესამედ იბრძოლებს. გუნდი ორჯერ გავიდა ფინალში (2019 და 2021 წლებში) და ორივეჯერ მოიგო.„საბურთალომ" ეროვნულ ლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავა და უეფას საკონფერენციო ლიგაში მოსახვედრად თასის ფინალის მოგება მოუწია. უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს", როგორც ეროვნული ლიგის გამარჯვებულის მონაწილეობა გარანტირებულია.1990 წელს საქართველოს თასის პირველი მფლობელი ლანჩხუთის „გურია” გახდა. ფინალში სულ 19 გუნდი მონაწილეობდა. აბსოლუტური რეკორდსმენი თბილისის „დინამოა" - 15 ფინალი და 13 ტიტული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249025902_35:0:828:595_1920x0_80_0_0_b7135a7038d6af618dcb031d346a72be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
საქართველოს თასის გამარჯვებული თბილისის „საბურთალო“ გახდა
გამარჯვების ბურთი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შესულმა ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება „საბურთალოს“ გამარჯვებით დასრულდა - ფინალში თბილისის გუნდმა „დინამო ბათუმი“ 1:0 დაამარცხა.
„საბურთალოს" გუნდი თასის მფლობელი მესამედ გახდა - 2019, 2021 და 2023 წლებში.
მთელი მატჩის განმავლობაში ორივე გუნდს ჰქონდა რამდენიმე რეალური შანსი თამაშში ანგარიშის გახსნისა, მაგრამ უშედეგოდ. ერთადერთი გოლი მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე საჯარიმო დარტყმის შემდეგ „საბურთალოს" 33 წლის თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ (90+2) გაიტანა.
7 ნოემბერს თასის ნახევარფინალში ბათუმის „დინამომ" კოლხეთი ანგარიშით 3:1 დაამარცხა. გუნდი ფინალში მეექვსედ გავიდა (1993, 1995, 1996, 1997, 1998), მაგრამ თასი მხოლოდ 1998 წელს მოიპოვა.
მეორე ნახევარფინალში „საბურთალომ" წყალტუბოს „სამგურალს" ანგარიშით 2:1 მოუგო და ტიტულისთვის მესამედ იბრძოლებს. გუნდი ორჯერ გავიდა ფინალში (2019 და 2021 წლებში) და ორივეჯერ მოიგო.
„საბურთალომ" ეროვნულ ლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავა და უეფას საკონფერენციო ლიგაში მოსახვედრად თასის ფინალის მოგება მოუწია.
უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს", როგორც ეროვნული ლიგის გამარჯვებულის მონაწილეობა გარანტირებულია.
1990 წელს საქართველოს თასის პირველი მფლობელი ლანჩხუთის „გურია” გახდა. ფინალში სულ 19 გუნდი მონაწილეობდა. აბსოლუტური რეკორდსმენი თბილისის „დინამოა" - 15 ფინალი და 13 ტიტული.