https://sputnik-georgia.com/20231207/samseneblo-kompaniis-direqtorma-milionobit-lari-miitvisa-braldebulze-zebna-gamocxadda-284782392.html
სამშენებლო კომპანიის დირექტორმა მილიონობით ლარი მიითვისა - ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა
სამშენებლო კომპანიის დირექტორმა მილიონობით ლარი მიითვისა - ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა
Sputnik საქართველო
სამშენებლო კომპანიის დირექტორი 6 მლნ ლარის მითვისებაშია ბრალდებული 07.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-07T21:46+0400
2023-12-07T21:46+0400
2023-12-07T21:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/70/234097073_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_3ddb5e1282674e19da52da5d83c25b3d.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სამშენებლო კომპანია „ვივა ვაკის“ დირექტორს მოქალაქეების კუთვნილი თითქმის 6 მილიონი ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2016 წელს შპს „ვივა ვაკე“ დააფუძნა და მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბინების შეძენის მსურველი პირები ყალბი სარეკლამო განცხადებებით მიიზიდა.კომპანიამ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, არ განახორციელა სამშენებლო სამუშაოების წარმოება და საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. ბრალდებულმა ჯამში მოტყუებით 5 მლნ 988 ათასი ლარი მიიღო.შპს „ვივა ვაკის“ დირექტორს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/70/234097073_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_225da7f171d428de4f3e1358e8b84967.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საზოგადოება
სამშენებლო კომპანიის დირექტორმა მილიონობით ლარი მიითვისა - ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა
სამშენებლო კომპანიის დირექტორი 6 მლნ ლარის მითვისებაშია ბრალდებული
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სამშენებლო კომპანია „ვივა ვაკის“ დირექტორს მოქალაქეების კუთვნილი თითქმის 6 მილიონი ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2016 წელს შპს „ვივა ვაკე“ დააფუძნა და მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბინების შეძენის მსურველი პირები ყალბი სარეკლამო განცხადებებით მიიზიდა.
კომპანიის დირექტორმა მოქალაქეებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღო, რის საფუძველზეც დაზარალებულებმა შპს „ვივა ვაკის" საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხა ჩარიცხეს.
კომპანიამ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, არ განახორციელა სამშენებლო სამუშაოების წარმოება და საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. ბრალდებულმა ჯამში მოტყუებით 5 მლნ 988 ათასი ლარი მიიღო.
შპს „ვივა ვაკის“ დირექტორს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით.