მიმოხილვა: უახლესი „ლოტოსი“ — რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების მრისხანე იარაღი

© photo: Sputnik / Alexei Panshin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2023
გამოწერა
თვითმავალი, მცურავი, სავიასადესანტო საარტილერიო იარაღი „ლოტოსი" (კალიბრი 120 მმ), რომელიც რუსეთის ავიასადესანტო ჯარებისთვისაა შექმნილი, სისტემა „ნონას"ჩაანაცვლებს, რომელიც 1991 წლიდან ემსახურება საჰაერო-სადესანტო ძალებსა და საზღვაო ქვეითებს, და რომელსაც დღემდე არ აქვს მსოფლიოში ანალოგი საბრძოლო ეფექტურობითა და შესაძლებლობების დიაპაზონით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პრიორიტეტულად ახორციელებს საჰაერო სადესანტო ძალების — ყველაზე ბრძოლისუნარიანი ჯარების გადაიარაღებას. საუბარია საჰაერო სადესანტო ძალების ოთხ გვარდიულ დივიზიასა და ხუთ ცალკეულ გვარდიულ ბრიგადაზე, რომლებიც უნაკლოდ ასრულებენ დავალებებს სპეცოპერაციის ზონაში.
„ლოტოსის“ წინასწარი გამოცდები დასრულდა. სახელმწიფო ტესტირება 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამას სერიული წარმოება მოჰყვება. პირველი ხუთწლიანი გეგმის თანახმად, საჰაერო სადესანტო ძალები 750 ასეთი მანქანის მიღებას გეგმავენ.
საჰაერო სადესანტო ძალებისა და საზღვაო ქვეითთა დაგეგმილი გადაიარაღება გაზრდის დარტყმის შესაძლებლობებსა და მანევრირებას, შეუნარჩუნებს ჯარებს მტრის ზურგში საჰაერო (ზღვით) დესანტირების უნარს.
თვითმავალი არტილერიის არსენალი (სამი ერთში: ნაღმტყორცნები, ქვემეხი და ჰაუბიცა) მოიცავს ყველა ტიპის ნაღმებს, აგრეთვე კუმულაციურ ჭურვებს, რომლებსაც 600 მმ-მდე ჯავშნის გარღვევა შეუძლია.
„ლოტოსის“ დანშნულება — ეს მტრის სამეთაურო პუნქტებისა და საცეცხლე წერტილების, ჯავშანტექნიკისა და საინჟინრო ნაგებობების განადგურებაა საჰაერო-სადესანტო ოპერაციებში. და ის შესამჩნევად აღემატება „ნონას“ მოქმედების სიშორითა (13 კმ-მდე) და სროლის სიზუსტით, ასევე სიჩქარით (70 კმ/სთ-მდე), გამავლობითა და უსაფრთხოებით.
უახლეს საარტილერიო იარაღს აქვს ორჯერ მეტი საბრძოლო მასალა. წონა გაიზარდა 18 ტონამდე. საარტილერიო კომპლექსს ასევე შეუძლია მიიღოს სამიზნეები მართვის მანქანებიდან და დრონებიდან. მსგავსი ჯავშანტექნიკა და არტილერია საზღვარგარეთ არ არის.

ციდან პირდაპირ ბრძოლაში

უახლესი „ლოტოსი“ — ცეცხლის მართვის გაუმჯობესებული სისტემით, მტრის მაღალი სიზუსტის იარაღისთვის აქტიური ოპტიკურ-ელექტრონული წინააღმდეგობის კომპლექსით, ციფრული აღჭურვილობით, მძლავრი ენერგეტიკული კომპლექსით (450 ცხ.ძ.) — ავიასადესანტო ძალებს დამატებით დინამიკასა და დარტყმის ძალას შესძენს ბრძოლის ველზე.
„ლოტოსი“ ისეა დაპროექტებული, რომ ეკიპაჟის ოთხივე წევრს შეუძლია დესანტირება თვითმფრინავ ილ-76-დან („ნონას“ კონსტრუქცია კი დესანტირებისას მხოლოდ მეთაურსა და მძღოლ-მექანიკოსს აძლევს მანქანის შიგნით ყოფნის საშუალებას).
„ლოტოსის“ რეგულირებადმა ჰიდროპნევმატურმა საკიდმა შესაძლებელი გახადა კლირენსის 400 მმ-მდე გაზრდა, რაც სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავიდან დესანტირებას აადვილებს. „ლოტოსის“ სვლის მარაგი მინიმუმ 500 კმ-ია და ის რუს მედესანტეებს საშუალებას აძლევს, საწვავის შევსების გარეშე დაფარონ მნიშვნელოვანი მანძილი დესანტირების შემდეგ.
საარტილერიო სისტემის მაღალი ავტომატიზაცია ეხმარება ეკიპაჟის მეთაურს, დამოუკიდებლად გააკეთოს ყველა საჭირო გამოთვლა სამიზნეების განადგურებისთვის. იარაღის ვერტიკალური გადახრის კუთხე (80 გრადუსამდე) საშუალებას აძლევს მას, ეფექტურად იმუშაოს, მათ შორის, საჰაერო სამიზნეებზე. ხოლო 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევი (დისტანციური მართვით) ხელს უწყობს მტრის ცოცხალი ძალის ეფექტურად განადგურებას, რომელიც აუცილებლად შეეცდება ხელი შეუშალოს „ლოტოსის“ ძირითადი კალიბრის გამოყენებას.
როგორც ამერიკული ჟურნალი National Interest იტყობინება, „ლოტოსი“, მიუხედავად სახელწოდების „ყვავილოვანი სილამაზისა", არის შესანიშნავი იარაღი დიდი ფუნქციონალური შესაძლებლობებით, რომელიც მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება რუსული არტილერიის მოდერნიზაციის პროცესში. გამოცემის შეკითხვა: „უნდა ინერვიულოს თუ არა ნატომ?“ - რიტორიკულად გამოიყურება. არტილერია კვლავაც დომინირებს ბრძოლის ველზე, მასზე მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის ჯამური დანაკარგების 80 პროცენტამდე მოდის.
უახლესი იარაღის სერიული მიწოდების დაწყების შემდეგ „ნონა“ წარსულს არ ჩაბარდება. მას რუსულიარმიისსხვადასხვაფორმირებების მოდერნიზებულ ვერსიებში გამოიყენებენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0